ფრანკპურტის აეროპორტის წარმომადგენლები საკუთარი ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან დასაკავშირებელ ორიგინალურ ხერხებს ეძებენ. მათი უახლესი იდეა მომავლის იდეას ეფუძნება და საჰაერო ტაქსების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც ჩანს ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრილი ტურისტები ყველაზე ინოვაციურ სიახლეს პირველები გამოცდიან საკუთარ თავზე. ცნობილი აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Volocopter-თან. მათი შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი საჰაერო ტრანსპორტის შექმნას, რომელიც ფრანკპურტის აეროპორტში მოხვედრას გაადვილებს.

უახლოეს მომავალში Volocopter-ის თანამშრომლებმა შესაძლოა უკვე არსებული ურბანული ტრანსპორტირების საშუალებების გზები ცნობილი აეროპორტის ინფრასტრუქტურასთან სრულიად ახლებული, საჰაერო ხერხებით დააკავშირონ.

„ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის იდეალური დამაკავშირებელი გზის არსებობა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი ქალაქებისთვის. ფრანკპურტის აეროპორტთან ერთად ჩვენ მოხარულები ვართ ვიყოთ პიონერები და დავნერგოთ პირველი საჰაერო ტაქსის სერვისი ევროპის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტში“ – განაცხადა Volocopter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საჰაერო ტაქსი

აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, Volocopter მზადაა გაიზიაროს ფრანკპურტის აეროპორტის საკმაოდ დიდი და მდიდარი გამოცდილება და მისი დახმარებით უსაფრთხოდ დანერგოს მის ინფრასტრუქტურაში მოცემული პროექტისთვის საჭირო კომპლექსური სერვისები.

ფრანკპურტის აეროპორტს მართლაც საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების წარმოების მხრივ, ასევე მგზავრების გადაადგილებისა და ტერმინალების მართვაშიც. აღნიშნული კომპლექსის წარმომადგენლებს ასევე უპილოტო მფრინავი ობიექტების სფეროშიც აქვთ საკმაოდ ხარისხიანი ცოდნა მიღებული. პროექტი FraDrones–ის ფარგლებში, ფრანკპურტში უკვე დიდი ხანია ახდენენ დრონების ტესტირებას სხვადასხვა საოპერაციო სცენარებში მონაწილეობაში.

Volocopter–მა უკვე დაამტკიცა, რომ მათი დრონები, რომელთა ძრავიც ელექტროენერგიით იკვებება, წარმატებით გამოდგება საცხოვრებელ უბნებში გადაადგილებისათვის. აღნიშნულ ტექნიკას 2 ადამიანის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს და ეკოლოგიურად სუფთა მუშაობის პროცესისა და თითქმის უხმოდ გადაადგილების შესაძლებლობის გამო საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ფრანკპურტის აეროპორტი გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან საავიაციო ბაზას წარმოადგენს, რომელმაც გასულ წელს 70 მილიონამდე მგზავრს უმასპინძლა. მისი ინფრასტრუქტურა ყველაზე ინოვაციურ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს სტუმრებს და მის წარმომადგენლებს სურს ასევე მოწინავენი იყვნენ საჰაერო ტაქსების განვითარებისა და დანერგვის პროექტშიც.

თბილისი ფრანკპურტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 აპრილი 20264 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 095 -დან
12 მაისი 202619 მაისი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 811 -დან
16 ივნისი 202621 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 830 -დან
27 ივლისი 20262 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 955 -დან
5 აგვისტო 202612 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაHelvetic Airwaysავიაბილეთები 943 -დან
23 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 879 -დან
20 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 813 -დან
13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 961 -დან
1 დეკემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 715 -დან
4 თებერვალი 202711 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 930 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიკოპენჰაგენის იაფი ავიაბილეთები
შემდეგი სტატიასტამბოლის ტიტების ფესტივალი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments