Flyadeal Airways-ი საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლიც Saudia Airlines-ის დაძმობილებული კომპანიაა. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ჯიდაში. ავიაკომპანია დაარსდა 2016 წლის 17 აპრილს, პირველი ფრენა კი 2017 წლის 23 სექტემბერს განახორციელა, სამეფოს ეროვნულ დღესასწაულზე და მას შემდეგ თორმეტ მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემასახურა.

თავდაპირველად მან ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო, მოგვიანებით კი მეზობელ ქვეყნებში განაგრძო. ბოლო მონაცემებით ის ემსახურება ოცამდე ქალაქს, მათ შორისაა: კაირო, დუბაი, ჯედა, აბჰა, დამამი, რიადი, ტაბუკი, მედინა, ჰაილ, ქუვეიტი და სხვა.

2022 წლის 4 ივლისიდან კი ის საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან ერთდროულად ანხორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში 9 სიხშირით.

2022 წლის ივნისის მდგომარეობით, flyadeal-ის ფლოტი შედგება 24 საჰაერო ხომალდისგან. ავიაკომპანია ოპერირებისთვის იყენებს Airbus A320-200 და Airbus A320neo ხომალდების ტიპებს.

Flyadeal-ის სტანდარტული სალონი გთავაზობთ მეტ სივრცეს ფეხების მოსათავსებლად, კომფორტულ სავარძლებს USB დამტენებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ცხელი კერძები, ან შეიძინოთ საკვები ბორტზე, ფრენის დროს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარზე Flyadeal Airways გამოჩნდა
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ვენაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments