იაფი ავიაბილეთები თბილისიდან სეულში
სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული აზიის მნიშვნელოვანი ადგილია. იგი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრი და მთლიანი აზიის წამყვანი ქალაქი. სეული სავსეა თანამედროვე ცათამბრჯენებით, მოდერნული არქიტექტურითა და წამყვანი ეკონომიკური ცენტრებით. გარდა ამისა, ქალაქში დიდი კულტურული და ტრადიციული მრავალფეროვნება დაგხვდებათ. აქ 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის სულს გამოხატავენ თავიანთი ცხოვრების ტიპით. სეულის მშვიდი გარემო, ულამაზესი ბუნება და ალუბლის ხეების ყვავილობა ყველას შეაყვარებს თავს.
სეული საშუალებას მოგცემთ, აზიური კულტურა უკეთ შეისწავლოთ. აქ ნახავთ კორეულ ტაძრებს, კოშკებსა და ციხეებს. სეულში გასინჯავთ ბევრ აღმოსავლურ კერძს. აქაურობა მნახველს უამრავ სურპრიზს უმზადებს. თბილისი სეული ავიაბილეთები მათთვისაა, ვინც ახალი აღმოჩენებისათვის მზადაა და სურს, მსოფლიოს მეორე მხარე უკეთ გაიცნოს. ამ ბლოგში გაეცნობით სეულში ფრენების შესახებ ინფორმაციას და შეგეძლებათ დაგეგმოთ თქვენი ვიზიტი აზიის ყველაზე მიმზიდველ ქალაქში.

