6.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026

თბილისი მარსელი ავიაბილეთები 216 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები მარსელში

საფრანგეთის ქალაქი მარსელი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მხარეა. აქაურობა სავსეა მრავალფეროვანი ხალხით, რაც ქალაქში გამეფებულ ატმოსფეროზეც აისახება. კულტურულ მრავალფეროვნებას თან ერთვის გარემოს სხვადასხვაობაც. მარსელს ბევრი ტურისტი ზღვის სანაპიროების, ბევრი კი ისტორიული თუ არქიტექტურული ძეგლების სანახავად სტუმრობს.

მარსელი ის ქალაქია, რომელსაც ერთი მოგზაურობით ნამდვილად ვერ ამოწურავთ. თუ გსურთ ფრანგული სამყაროს შეცნობაში პირველი ნაბიჯები გადადგათ, შეიძინეთ თბილისი მარსელი ავიაბილეთები .

მარსელში ყოფნისას არ გამოგრჩეთ ღვთისმშობლის დიდებული ტაძრის ნახვა. ასევე, გირჩევდით ქალაქის პორტებში და მის შემოგარენში გაისეირნოთ. აქ დაგხვდებათ ციხე-კოშკები სხვადასხვა ეპოქებიდან.

ზღვასთან სიახლოვე ქალაქის კულინარიაზეც აისახება. მარსელის სამზარეულო მდიდარია ზღვის კერძებით. კულტურათა მრავალფეროვნების წყალობით აქ მენიუც მრავალფეროვანია. თბილისი მარსელის ფრენები ყველანაირი ტიპის მოგზაურისთვის კარგი არჩევანი იქნება თავგადასავლების ძიების პროცესში.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან მარსელში?

თბილისი მარსელი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ გადაჯდომით. გადაჯდომის დრო და ადგილი კი თავად ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული, ამიტომ გირჩევთ, მსგავს დეტალებს ყურადღება მიაქციოთ ავიაბილეთების არჩევისას.

ქვემოთ მოცემულია მარსელის ფრენების განრიგი.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
29 მარტი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 387 -დან
31 მარტი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 394 -დან
21 მარტი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 426 -დან
28 მარტი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 577 -დან
13 მარტი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 935 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მარტი 20264 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 877 -დან
24 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 889 -დან
20 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 897 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
15 აპრილი 202619 აპრილი 2026პირდაპირიPegasus Airlinesავიაბილეთები 794 -დან

მნიშვნელოვანი ინფორმაცია თბილისი მარსელი ფრენების შესახებ

თბილისი მარსელი ფრენები შეგიძლიათ შეიძინოთ 216 ლარიდან ზემოთ. ავიარეისებს მრავალი ავიაკომპანია შემოგთავაზებთ. ყველა მათგანს ფრენის სხვადასხვა პირობები აქვს.

მაგალითისთვის, თბილისიდან მარსელის მიმართულებით ავიარეისებს თურქული ავიაკომპანიები Pegasus და Turkish Airlines ახორციელებენ. ამასთან, ფრენებს შემოგთავაზებთ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa და ავსტრიული ავიაკომპანია Austrian Airlines -ი.

პეგასუსისა და თურქული ავიახაზების არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ რამდენიმე საათი დაჰყოთ სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის ან სტამბოლის ახალ აერპორტში. ლუფთანზა ფრენებს ასრულებს მიუნხენის აეროპორტში გადაჯდომით, ავსტრიის ავიახაზები კი ვენაში. პეგასუსი და ავსტრიის ავიახაზები დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებია და უფრო ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობენ ავიაბილეთებზე, ლუფთანზა და თურქეთის ავიახაზები კი შედარებით უფრო კომფორტულ ფრენებს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ ისეთი ავიარეისები აარჩიოთ, რომლებიც გადაჯდომის მინიმალურ დროს მოიაზრებენ.

ფრენის დეტალები
მიმართულების დეტალები
ფრენის ხანგრძლივობა
7 სთ 20 წთ
დისტანცია
3204 კმ
აერპორტის კოდი
MRS
ავიაკომპანიები
Pegasus
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ევრო, Euro (€)
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
80-130 ევრო

ხშირად დასმული კითხვები თბილისი მარსელში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი მარსელი ავიაბილეთები ან მომავალში გეგმავთ საფრანგეთში ვიზიტს, გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოკითხული დეტალები მომავალი მოგზაურობის უკეთ დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა მარსელში მოგზაურობისათვის. ამ დროს ქალაქში საუცხოო ტემპერატურაა და ქუჩების ნაკლებად გადატვირთულია.

მარსელის ისტორია უამრავ საუკუნეს ითვლის. ეს ქალას ისტორიულ მხარედ აქცევს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიო დონის კულტურული ძეგლები, ეწვიოთ ქალაქის გალერეებსა და მუზეუმებს. თანაც, ქალაქში ზღვის სანაპიროზე გასეირნებაც შეგეძლებათ ნებისმიერ სეზონზე.

თბილისი მარსელის ავიაბილეთები შეგიძლიათ გადაჯდომით შეიძინოთ.

ავიაკომპანია პეგასუსი მარსელში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენას მარტივად შეძლებთ. avia.ge ნებისმიერი მიმართულებით შემოგთავაზებთ მომხმარებელზე მორგებულ ფრენებს. საძიებო ველში შეგეძლებათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, აარჩიოთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ფრენა და ღილაკზე ერთი თითის დაწკაპუნებით შეიძინოთ ავიაბილეთები. ფრენების დაგეგმვას შეძლებთ როგორც ონლაინ, საიტის მეშვეობით, ასევე ჩვენი გუნდის დახმარებით ოფისიდან.

ნეიტრალური სეზონები, გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა მარსელის მოსანახულებლად.  როგორც წესი, არატურისტულ სეზონებზე შედარებით ნაკლებად გადატვირთული დაგხვდებათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები. თანაც, არატურისტულ სეზონებზე ავიაბილეთები და სასტუმროები შედარებით იაფია.

2-3 დღე მაინც გათვალეთ მარსელში სამოგზაუროდ, რათა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მოასწროთ.

მარსელის აეროპორტი (MRS) ქალაქთან ყველაზე ახლოსაა. იგი 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან.

ბიუჯეტური მოგზაურობისათვის გირჩევთ, თქვენი მომავალი მოგზაურობა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს. ამ დროს, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასი იმატებს. იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია, ავიაბილეთები წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ.

avia.ge გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის წყალობით ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა. avia.ge -ს მეშვეობით ყველაზე სწრაფად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდიც დაგეხმარებათ.