იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ფლორენციაში
ფლორენცია იტალიის ულამაზესი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. იგი ტოსკანაში მდებარეობს და მნახველების გულს თავისი იტალიური ატმოსფეროთი, წვრილი ქუჩებით, იტალიური ეზოებითა და ბრწყინვალე ბუნებით იზიდავს. ფლორენციის მომნუსხველი ფოტოები პოპულარულია სოციალურ სივრცეშიც. იგი ბევრი კინოსა თუ სერიალის გადაღების ადგილიცაა. თუ გსურთ, ამ ჯადოსნურ ქალაქს თავადვე ეწვიოთ, შეიძინეთ თბილისი ფლორენცია ავიაბილეთები და დაგეგმეთ თქვენი იტალიური თავგადასავალი.
ფლორენცია სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რაც ქალაქის არქიტექტურასა და ისტორიულობაზე კარგად აისახება. არც ქალაქის კულინარია დაგწყვეტთ გულს. ერთი სიტყვით ფლორენციაში მოგზაურობა ისაა, რაც ენთუზიასტ ტურისტს ჭირდება. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ ინფორმაციას ფლორენციაში მოგზაურობის შესახებ, გაგაცნობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმოთ ვიზიტი მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად.

