6.8 C
Tbilisi
კვირა, დეკემბერი 7, 2025

თბილისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები 281 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან კოპენჰაგენში

დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი ჩრდილოეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი ადგილია. იგი თავისი მოწესრიგებული გარემოთი, ულამაზესი ბაღებით, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებითა თუ კულტურული ნაგებობებით იზიდავს ტურისტებს. აქ სხვადასხვა ეპოქისა და არქიტექტურული სტილის ნაგებობებს ნახავთ. თუ უფრო დეტალურად მოგინდებათ ქვეყნის თავისებურებების შესწავლა, დანიის ეროვნულ მუზეუმშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ.

გარდა ამ დიდებული გამოცდილებებისა, შეგიძლიათ კოპენჰაგენში კარგადაც გაერთოთ. ღამის ცხოვრება ქალაქში საკმაოდ პოპულარულია. აქაურ რესტორნებსა და კაფეებში კი შეგიძლიათ დანიის პოპულარული თევზის სენდვიჩიც დააგემოვნოთ. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინოთ თბილისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები ბიუჯეტურად და დაგეგმოთ მოგზაურობა დანიის შეუდარებელ დედაქალაქში.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან კოპენჰაგენში?

თბილისიდან კოპენჰაგენში გაფრენას ამ ეტაპზე მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ. თუმცა, 2026 წლის ზაფხულიდან თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება.  ყველაზე იაფად თბილისი კოპენჰაგენი ფრენები შეგიძლიათ 281 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ. დაბლა შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისების ჩამონათვალს კოპენჰაგენის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
15 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 259 -დან
8 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 260 -დან
17 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 264 -დან
18 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 264 -დან
20 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
9 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
10 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
11 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
12 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
13 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
16 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
22 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 266 -დან
14 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 272 -დან
25 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 375 -დან
7 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 404 -დან
29 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 531 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 იანვარი 20267 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 976 -დან
7 მარტი 202611 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 678 -დან
27 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 043 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 იანვარი 20267 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 976 -დან
7 მარტი 202611 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 678 -დან
27 ივნისი 20264 ივლისი 20261 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 043 -დან

ინფორმაცია თბილისი კოპენჰაგენი ფრენების შესახებ

როგორც უკვე ვახსენეთ, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები იწყება. 2026 წლის 27 ივნისს პირველი ფრენა შესრულდება კოპენჰაგენი – თბილისი – კოპენჰაგენის საჰაერო ხაზზე. ფრენებს ნორვეგიული დაბალაბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian შეასრულებს, რომელიც სკანდინავიაში მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა. Norwegian ცნობილია ხელმისაწვდომი ფასებით, ის ევროპის დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის მეოთხე ადგილზეა.

2026 წლის ივნისამდე კი, კოპენჰაგენის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. თბილისი კოპენჰაგენი ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი ავიაკომპანიების შესრულებით: Pegasus, Ajet Airlines, Turkish Airlines. მათგან პეგასუსი და აჯეტი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებია, ისინი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებენ ფრენებს კოპენჰაგენის მიმართულებით.

სამივე მათგანი საბოლოოდ ჩაფრინდება CPH კოპენჰაგენის აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში მდებარეობს. თავის ყველაზე იაფ ავიარეისებში Pegasus -ი მხოლოდ 3 კილო ხელბარგის ქონის უფლებას გულისხმობს, Ajet-ი 8 კილოს, ხოლო Turkish Airlines-ი 23 კილო ჩასაბარებელი ბარგის ქონის საშუალებასაც მოგცემთ.

მიმართულების დეტალები
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
DKK, kr - კრონერი
ენა
დანიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
718 kr (105$)

ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენის შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაიკითხეთ შემდეგი სექცია, რომელშიც ნახავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხს.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კოპენჰაგენში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა საოცარია და ქალაქში სეირნობის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა, თუნდაც ცივ სეზონებზეც ქალაქი დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.

კოპენჰაგენი გამორჩეულია თავისი არქიტექტურული ნაირსახით. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქში არსებული ატმოსფერო ყველას მონუსხავს.

თბილისიდან კოპენჰაგენში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია Pegasus და Ajet Airlines კოპენჰაგენში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

გირჩევთ, რომ 3 დღე მაინც გათვალოთ ქალაქის დასათვალიერებლად.

CPH – კოპენჰაგენის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.