უკრაინაში რამდენიმე აეროპორტმა შესაძლოა წელს განაახლოს მუშაობა. ტექნიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობები უკვე არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც, სავარაუდოდ, ახლო მომავალში მოხდება.

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ, ამ თემაზე ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ს სჭირდება ადგილი გლობალურ საავიაციო რუკაზე, რადგან ეს დაკავშირებულია როგორც უსაფრთხოებასთან, ისე საერთაშორისო ურთიერთობებთან. მან მაგალითად მოიყვანა ისრაელი, რომელმაც ომის პირობებში თელ-ავივის აეროპორტის ფუნქციონირება უზრუნველყო, რაც ქვეყანას მსოფლიოსთან დაკავშირების ერთადერთი გზა იყო.

ლვოვის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფრენების აღდგენის შესაძლებლობის შესასწავლად. მათი თქმით, უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული მიმართულებებით საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგეს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი27 დეკემბერი 202512 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 228 -დან
ალმაატა25 იანვარი 202610 თებერვალი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი18 მარტი 202622 მარტი 2026Transaviaავიაბილეთები 573 -დან
ანკარა8 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025AJetავიაბილეთები 335 -დან
ათენი19 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 370 -დან

 

2025 წელს უკრაინამ, შესაძლოა, გახსნას ლვოვის აეროპორტი და აღადგინოს ფრენები, რომლებიც 2022 წელს შეწყდა რუსეთის შეჭრის გამო. ამასთან, კიევი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის საავიაციო უწყებებთან და ავიაკომპანიებთან, რათა განიხილოს საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივი აღდგენის შესაძლებლობა.

უკრაინული ავიაკომპანიებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო 2022 წლის თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვა, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, შეესრულებინათ საერთაშორისო ფრენები ჩვეულ რეჟიმში. მიუხედავად ამისა, მაგალითად, SkyUp Airlines -მა შეძლო გამოსავლის მოძებნა, რაც კომპანიას ოპერირების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines-ი საქართველოდან ფრენებზე მორიგ ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაWizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments