გერმანიას მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ამოუწურავი ქვეყანა თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მის თითოეულ ქალაქში შეგიძლიათ რაღაც ახალი და განსაკუთრებული აღმოაჩინოთ. ასეთი ქალაქია, მაგალითად, მემინგენი, რომელიც მის ნებისმიერ სტუმარს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას ჰპირდება.

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით გამოგზაურებთ სასახლეების, ციხესიმაგრეების და კოშკების ქალაქში, რომელთა არქიტექტურაც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. ძველ ქალაქში გასეირნება და ღირსშესანიშნაობების ნახვა, თქვენ გერმანიის ისტორიას საკმაოდ ახლოს გაგაცნობთ და კიდევ უფრო დაინტერესდებით ამ ქვეყნით.

რა უნდა მოინახულოთ მემინგენში ?

ამ ქალაქის ისტორიას ყველაზე კარგად „ქალაქის მუზეუმის“ ოთახები ინახავს, ხოლო მუზეუმები – Strigel და Antoniter – ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისა და ხის ორნამენტების სამყოფელია.

თუ გსურთ საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურა ნახოთ, ქალაქის მერიის შენობას უნდა ესტუმროთ, რომელიც რენესანსულ სტილშია აგებული და ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ხოლო მემინგენის ულამაზეს ქუჩებში გასეირნებისას, თქვენ ნამდვილი პეიზაჟები გადაგეშლებათ წინ.

განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი კი, შვაბიური ფერმა-მუზეუმის ნახვა იქნება, სადაც მიიღებთ ინფორმაციას შვაბიის (რეგიონი, სადაც მემინგენი მდებარეობს) ფერმული ცხოვრების ოთხსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. გაეცნობით მოსავლის აღების მეთოდებს და მოინახულებთ შინაურ ცხოვრელებსა და ფრინველებს.

რა აქტივობებს გვთავაზობს მემინგენი ?

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით არა მხოლოდ ისტორიულ და კულტურულ სანახაობებს, არამედ საინტერესო გართობასაც გვპირდება. ქალაქში, რომელიც ფესტივალების სიმრავლით გამოირჩევა, მოწყენა ნამდვილად შეუძლებელია.  Fisher Day, Children’s Festival, Town Festival, Memmingen in Bloom, the Fair or Christmas Market – ეს იმ ფესტივალების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მემინგენში წლის განმავლობაში ატარებენ.

განსაკუთრებით პოპულარულია Fisher Day – მეთევზის დღე, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 მეთევზე ცდილობს დაიჭიროს ყველაზე დიდი კალმახი, ხოლო ვინც ამას შეძლებს, მეთევზეების მეფის ტიტული ენიჭება. ამ ფესტივალს დაახლოებით 40 000 სტუმარი ესწრება ხოლმე.

როგორ უნდა მოხვდეთ მემინგენში ?

მემინგენში გამგზავრებას თქვენ kutaisis aerporti-დან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის რეისით შეძლებთ. ქუთაისი მემინგენი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენა კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს სრულდება. ქუთაისის აეროპორტიდან მემინგენში 4 საათსა და 20 წუთში მოხვდებით, ორი გზის ავიაბილეთს კი 160 ლარადაც შეიძენთ თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ.

ქუთაისი მემინგენი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 მარტი 20263 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 435 -დან
24 აპრილი 20266 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 283 -დან
6 მაისი 202611 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 192 -დან
1 ივნისი 202612 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 436 -დან
24 ივლისი 202626 აგვისტო 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 600 -დან
7 აგვისტო 202621 აგვისტო 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 681 -დან
16 სექტემბერი 202623 სექტემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 823 -დან
29 დეკემბერი 20265 იანვარი 2027პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 390 -დან

რაც შეეხება თბილისი მემინგენი -ს მიმართულებას, სრულდება ტრანზიტული რეისები, რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ის ასრულებს თელ-ავივის აეროპორტში გადაჯდომიტ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით გაემგზავრებით დანიშნულების ადგილამდე.

ბათუმი მემინგენი -ს მიმართულებით რეისის აწყობა კი შემდეგნაირად შეგიძლიათ: ბათუმიდან თელ-ავივის აეროპორტამდე ავიაკომპანია Israir Airlines -ი რეისით გაემგზავრებით, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით ჯერ სოფიას აეროპორტში, შემდეგ კი პირდაპირ მემინგენის აეროპორტში ჩაფრინებით.

ავიაბილეთები მემინგენის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ და შეარჩიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

მემინგენი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშივიზების ტიპები და განმარტებები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ტულუზის მიმართულებით
3 4 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ევროპის 5 ქალაქი: იაფი ავიაბილეთები და მოგზაურობა
3 months ago

[…] […]