კატარის დედაქალაქი დოჰა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. დოჰა ნებისმიერ სტუმარს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება და სწორედ ამიტომ, ტურისტების რაოდენობაც ამ ქალაქში ყოველწლიურად იზრდება.

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მოდერნიზებული ქალაქები, ცათამბჯენები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავს. შუა აღმოსავლეთის მარგალიტი გართობას, უგემრიელეს სამზარეულოს და საკმაოდ საინტერესო ღირსშესანშნაობებს გვთავაზობს.

რა უნდა მოინახულოთ დოჰაში?

დოჰაში აუცილებლად უნდა ესტუმროთ კატარის ეროვნულ მუზეუმს, რომელსაც უდაბნოს ვარდის დიზაინი აქვს და დანახვისთანავე შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. მუზეუმში შესვლისას თქვენ იმოგზაურებთ ძველ დროში და ნახავთ თუ როგორ წარმოიშვა და დასრულდა მარგალიტის წარმოება, რაც ერთ დროს ქვეყნის მთავარი საქმიანობა იყო. გაეცნობით სხვადასხვა სახეობებს, რომლებიც დოჰაში ბინადრობენ და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ისლამური ხელოვნების მუზეუმი

ისლამური ხელოვნების მუზეუმი ჩადრიან ქალს გამოსახავს და მისი დიზაინი ნებისმიერი ვიზიტორის ყურადღებას იპყრობს. მუზეუმში ბევრ საინტერესო ნივთს, სამკაულს და ნამუშევარს შეხვდებით. შენობიდან კი ულამაზესი ხედი გადაიშლება თქვენს თვალწინ.

რა აქტივობებს გვთავაზობს დოჰა?

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით საშუალებას გაძლევთ ბევრი საინტერესო და საუცხოო ადგილი მოინახულოთ. ერთ-ერთი მათგანია კატარის უდაბნო, სადაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ხვდება და ულამაზეს სანახაობას ჰქმნის.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი, სადაც დოჰადან რამდენიე წუთში მოხვდებით, ბანანა აილენდია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი კუნძულია სპარსეთის ყურეში. კუნძულზე დაუვწყარი დღეების გატარება გარდაუვალია : დღის განმავლობაში შეგიძლიათ ზღაპრული სანაპიროებით დატკბეთ, საღამოს კი ბარებსა და კლუბებში გაერთოთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ დოჰაში?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დოჰას მიმართულებით პირდაპირ რეისებს მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია Qatar Airways-ი ასრულებს. ფრენები ყოველდღიურად სრულდება და სულ რაღაც 3 საათში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით. იმ ავიაკომპანიის ორმხრივ ავიაბილეთს კი, რომელიც საუკეთესო და მაღალი დონის მოსამხურებას შემოგთავაზებთ, 1000-1300 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ღირებულებაში ხელბარგთან ერთად, 30კგ. ჩასაბარებელი ბარგიც იქნება შესული.

თბილისი დოჰა -ს მიმართულებით უფრო დაბალბიუჯეტურ და ამასთანავე, საკმაოდ კარგ მომსახურებას Turkish Airlines-ი შემოგთავაზებთ, რომელიც თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით გაგამგზავრებთ დოჰაში, ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი სულ რაღაც 550-650 ლარის ფარგლებში შეძლებთ ჩასაბარებელ ბარგთან ერთად.

ავიაბილეთები თბილისი დოჰა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 იანვარი 202528 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 819 -დან
27 თებერვალი 20253 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 834 -დან
9 მარტი 202517 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 120 -დან
14 აპრილი 202524 აპრილი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 177 -დან
26 მაისი 20253 ივნისი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 175 -დან
21 ივლისი 202528 ივლისი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 187 -დან
28 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 430 -დან

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ბათუმი დოჰა -ს რეისებს ისევ თურქეთის ავიახაზები ასრულებს სტამბოლის აეროპორტში ტრანზიტით, ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება კი 650-700 ლარს შეადგენს.

ავიაბილეთები ბათუმი დოჰა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 იანვარი 202526 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 704 -დან
16 თებერვალი 202523 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 993 -დან
28 ივლისი 202510 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 477 -დან
18 აგვისტო 202524 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 444 -დან

ქუთაისი დოჰა -ს მიმართულებაზე ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენით გვთავაზობს, იქედან კი დოჰას აეროპორტამდე Etihad Airways -ით განაგრძობთ ფრენას.

დოჰას ავიაბილეთები შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციებში მოიძიოთ და ყველაზე ოპტიმალური ვარიანი შეარჩიოთ თქვენთვის. ინდივიდუალური შეთავაზებისა და კომპეტენტური კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ ჩვენს გუნდს მიმართოთ.

დოჰას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ნიდერლანდების მიმართულებით
შემდეგი სტატიასპეცრეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის
4.2 5 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments