საფრანგეთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული მიმართულებაა სამოგზაუროდ მისი ულამაზესი და საინტერესო ქალაქების გამო. აქ თითოეულ მათგანს თავისი  ისტორია და განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რაშიც აუცილებლად დარწმუნდებით თუ მის ერთ-ერთ საოცარ ქალაქს, ბორდოს ესტუმრებით.

ავიაბილეთები ბორდოს მიმართულებით ღვინის დედაქალაქში და მსოფლიო კლასის არქიტექტურის მქონე ქალაქში გამოგზაურებთ. სხვადასხვა კულტურული და ისტორიული ძეგლები, ხელოვნა, თვალწარმტაცი ბაღები, სანაპიროები – სწორედ ეს ყველაფერი აქცევს ამ ქალაქს განსაკუთრებულად, სადაც წარმოუდგენელია სასიამოვნო და დაუვიწყარი დღეები არ გაატაროთ.

რა უნდა მოინახულოთ ბორდოში ?

 ბორდოში მოგზაურობა წარმოუდგენელია მისი გასაოცარი მოედნის – Place de la Bourse-ის ნახვის გარეშე. ფრანგული არქიტექტურისა და ხელოვნების გამორჩეული ნიმუში მდინარე გარონის ნაპირთან აშენებულ რამდენიმე კულტურულ და ისტორიულ ნაგებობას აერთიანებს, რომელიც იმდენად ფასეული და შთამბეჭდავი სანახაობაა, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებშია შეყვანილი.

ბორდოში სეირნობისას თვალში აუცილებლად მოგხვდებათ გოთიკურ სტილში აშენებული ბორდოს კათედრალი, რომელიც არქიეპისკოპოსის სამყოფელს წარმოადგენს. მის გვერდით მდებარე Pey Berland-ის კოშკი კი ამ ღირსშესანიშნაობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

რა აქტივობებს გვთავაზობს ბორდო ?

 ავიაბილეთები ბორდოს მიმართულებით აქტიური დასვენებისა და გართობის განსხავევბულ სტილს გვთავაზობს. მოგზაურები ყველაზე დიდი სიამოვნებას ღვინისა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებით იღებენ, რაც ცალკე თავგადასავლად შეიძლება ჩაითვალოს. Pont de Pierre-ზე გასეირნება კი, რომელიც ულამაზესი ხიდია ბორდოში, საოცარი ხედებით დატკბობის საშუელბას მოგცემთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მშვიდი დასვენება და რეკრეაცია გიზიდავთ, ამის საკმაოდ დიდი არჩევანი გექნებათ ბორდოში. აქ მრავლადაა ეკოლოგიური პარკები, სადაც თქვენს თვალწინ ულამაზესი პეიზაჟები გადაიშლება, ბორდოს სანაპიროებზე კი საკმაოდ სასიამოვნოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო.

როგორ უნდა გაემგზავროთ ბორდოში ?

როგორც ყოველთვის, მოგზაურობის ყველაზე ბიუჯეტური გზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გამგზავრებაა. ამ შემთხვევაში ავიაბილეთებს ქუთაისი ბორდო -ს მიმართულებით საკმაოდ დაბალ ფასად ავიაკომპანია RyanAir-ი გვთავაზობს. Ryanair-ის რეისით ქუთაისის აეროპორტიდან ჯერ მარსელში, შემდეგ კი რამდენიმე საათში ბორდოში გაემგზავრებით. თუ თქვენს მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ და სწორ პერიოდს შეარჩევთ, ორი გზის ავიაბილეთს 150-250 ლარის ფარგლებშიც კი შეიძენთ.

კიდევ ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს ბორდოს ავიაბილეთებს. ქუთაისიდან ჯერ ბუდაპეშტში გაგამგზავრეთ, ხოლო შემდეგ ისევ მისი რეისით პირდაპირ ბორდოში მოხვდებით. ორი გზის ავიაბილეთს კი 250-350 ლარად შეიძენთ.

ქუთაისი ბორდო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 მაისი 202518 მაისი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 982 -დან

რაც შეეხება თბილისი ბორდო -ს და ბათუმი ბორდო -ს მიმართულებით ფრენებს, Turkish Airlines-ის რეისით შეგიძლიათ გაემგზავროთ ამ ულამაზეს ქალაქში, ორმხრივ ავიაბილეთს კი 800-950 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თბილისი ბორდო

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 აპრილი 202510 მაისი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 842 -დან
28 მაისი 202510 ივნისი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 792 -დან
19 ივნისი 202528 ივნისი 20252 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 054 -დან

ავიაბილეთები ბორდოს მიმართულებით შეგიძლიათ  AVIA.GE -ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შეარჩიოთ, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

ბორდოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუვიზო რეჟიმი საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის
შემდეგი სტატიაAero Georgia ახალი ქართული ავიაკომპანია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments