ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა – კერძოდ, თბილისის აეროპორტიდან 12, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი. ინფორმაცია ამის შესახებ BMG-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ შეჩერებულია როგორც ისრაელის, ისე სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილი ფრენებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოდან აღნიშნულ მიმარტულებებზე.

თბილისი თელ-ავივი

Departure atReturn atAirlineFind tickets
24 September 202629 September 2026Arkiaავიაბილეთები 792 -დან
18 October 202628 October 2026Arkiaავიაბილეთები 471 -დან
9 November 202611 November 2026Israir Airlinesავიაბილეთები 452 -დან

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ირანზე. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამიზნე გახდა ურანის გამდიდრების ქარხანა ნათანზში და ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის განვითარებაში მონაწილეობენ. მიმდინარე მოვლენების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ირანმა, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ, ხოლო ისრაელში თავდაცვის მიზნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დროებით დაიხურა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიThai AirAsia X საქართველოში ფრენების აღდგენას განიხილავს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა
2.3 3 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted