აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, მიუხედავად არახელსაყრელი ამინდის პირობებისა.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტი ს შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს.

ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები მუშავდება სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი რეისების შეუფერხებელ მიღებასა და განხორციელებას.

ამასთან, აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც უკვე მესამე დღეა, ბათუმის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი27 დეკემბერი 20263 იანვარი 2027FlyArystanავიაბილეთები 634 -დან
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 223 -დან
ბარსელონა20 იანვარი 202724 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 338 -დან
ბერლინი18 თებერვალი 202723 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრიუსელი28 თებერვალი 20277 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბრატისლავა19 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 268 -დან

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით დაგეგმილი მისი რეისი გადაიდო. აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქუთაისი ათენის რეისი მხოლოდ დაგვიანებით შესრულდება და ამის მიზეზი უამინდობა არ არის. გაერთიანების ცნობით, მგზავრებს რეისის გადავადების შესახებ ინფორმაცია თავად ავიაკომპანიამ მიაწოდა და ფრენის ახალი დრო 18:45 საათზეა განსაზღვრული.

ასევე, დღეს საღამოს EL Al-ის ხომალდი, ბათუმის ნაცვლად, ფრენას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივშიც ქუთაისიდან გაფრინდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ახალი მიმართულება თბილისიდან, 3 ახალი მიმართულება ქუთაისიდან – სად იწყება ფრენები?!
შემდეგი სტატიაWizz Air კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted