აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, მიუხედავად არახელსაყრელი ამინდის პირობებისა.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტი ს შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს.

ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები მუშავდება სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით, რაც უზრუნველყოფს დაგეგმილი რეისების შეუფერხებელ მიღებასა და განხორციელებას.

ამასთან, აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, რომ უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რის გამოც უკვე მესამე დღეა, ბათუმის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty22 October 202628 October 2026FlyArystanავიაბილეთები 629 -დან
Athens2 December 20269 December 2026Wizz Airავიაბილეთები 186 -დან
Barcelona15 November 202629 November 2026Wizz Airავიაბილეთები 379 -დან
Berlin1 April 202715 April 2027Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
Brussels17 November 202624 November 2026Wizz Airავიაბილეთები 222 -დან
Bratislava29 October 20263 November 2026Wizz Airავიაბილეთები 265 -დან

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით დაგეგმილი მისი რეისი გადაიდო. აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რომ ქუთაისი ათენის რეისი მხოლოდ დაგვიანებით შესრულდება და ამის მიზეზი უამინდობა არ არის. გაერთიანების ცნობით, მგზავრებს რეისის გადავადების შესახებ ინფორმაცია თავად ავიაკომპანიამ მიაწოდა და ფრენის ახალი დრო 18:45 საათზეა განსაზღვრული.

ასევე, დღეს საღამოს EL Al-ის ხომალდი, ბათუმის ნაცვლად, ფრენას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელავივშიც ქუთაისიდან გაფრინდება.

დაჯავშნე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ახალი მიმართულება თბილისიდან, 3 ახალი მიმართულება ქუთაისიდან – სად იწყება ფრენები?!
შემდეგი სტატიაWizz Air კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted