დიდი თოვლისა და ყინვის გამო, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში ფრენები გაუქმდა. გაერთიანებულ სამეფოში, მანჩესტერის, ლივერპულის (ჯონ ლენონის) და ბირმინგემის აეროპორტებში დროებით დაიხურა ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, რამაც გამოიწვია ფრენების გადადება და გაუქმება.
გერმანიაში, შეფერხებით მუშაობს ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტისა და ბერლინის აეროპორტები. ფრანკფურტის აეროპორტში 1,990 დაგეგმილი ფრენიდან 120 გაუქმდა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გაწმენდა და თვითმფრინავების ყინულის მოცილება რთულდებოდა. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, სულ გერმანიაში 180 ავიარეისი გაუქმდა.
ასეთი ამინდის პირობებში, ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გაწმენდა და თვითმფრინავების ყინულისგან განთავისუფლება რთული და დროში გაწელილი პროცესია, რაც იწვევს ფრენების შეფერხებას.
ქუთაისი ფრანკფურტი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
17 იანვარი 2025 | 20 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 204 -დან | |
14 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 237 -დან |
რეკომენდაციები მგზავრებისთვის:
თუ გეგმავთ ფრენას გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, მნიშვნელოვანია, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამინდის პროგნოზს და ავიაკომპანიების განცხადებებს.
გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შეამოწმეთ თქვენი ფრენის სტატუსი ავიაკომპანიის ვებგვერდზე ან დაუკავშირდით მათ სატელეფონო ცენტრს. გააქტიურეთ SMS ან ელ.ფოსტის შეტყობინებები ავიაკომპანიისგან, რათა მიიღოთ ოპერატიული ინფორმაცია ფრენის ცვლილებების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ გამგზავრების და დანიშნულების აეროპორტების ვებგვერდებს, სადაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია ფრენების სტატუსის შესახებ.
დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907