საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანულ ავიაკომპანია Eurowins -თან, რომ ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დანაც შემოგვთავაზოს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან, თბილისის აეროპორტში შემოვიდა, რომელმაც ფრენები დიუსელდორფის მიმართულებით დაიწყო, მოგვიანებით კი, 2022 წლის 19 ივლისიდან, ახალი მიმართულება – შტუტგარტი დაამატა.
იქედან გამომდინარე, რომ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, ზაფხულის სეზონისთვის თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული რეისები 9 ქალაქის მიმართულებით განხორციელდება.
თბილისი დუსელდორფი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 მაისი 2025 | 17 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 1 023 -დან |
ეუროვინგსი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა. მათი სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი და ის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს. ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა იმის გაგება, რომ ავიაკომპანიამ შესაძლოა ფრენები ქუთაისიდანაც შემოგვთავაზოს.