იორდანიის სამეფო ავიახაზები – Royal Jordanian -ი ინტერესს გამოხატავს საქართველოს მიმართულებით რეგულარული პირდაპირი რეისების დაწყებაზე. აღსანიშნავია, რომ იორდანიიდან საქართველოში ამ დრომდე, მხოლოდ ჩარტერული ფრენები სრულდებოდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ ორ სახელმწიფოს შორის ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. იორდანიაში საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდით კი ტურისტული ნაკადები და მგზავრთნაკადი გაცილებით გაიზრდება. ხოლო, ამ ეტაპზე, მათი რიცხვი 20 000-ს აღწევს, რაც უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan აქამდეც ასერულებდა ფრენებს საქართველოს მიმართულებით. კერძოდ, ბათუმსა და ამანს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა.

ბათუმი ამანი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 აპრილი 202330 აპრილი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 145 -დან
17 მაისი 202325 მაისი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 045 -დან
5 აგვისტო 202319 აგვისტო 20231 გადაჯდომაNas Airავიაბილეთები 2 030 -დან
16 სექტემბერი 202320 სექტემბერი 20231 გადაჯდომაNas Airავიაბილეთები 1 742 -დან
20 სექტემბერი 202325 სექტემბერი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 009 -დან
14 ოქტომბერი 202318 ოქტომბერი 20231 გადაჯდომაNas Airავიაბილეთები 1 600 -დან
22 ოქტომბერი 202323 ოქტომბერი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 021 -დან
23 ოქტომბერი 202324 ოქტომბერი 20231 გადაჯდომაNas Airავიაბილეთები 1 656 -დან

იორდანია, ეს პატარა ქვეყანა სტუმართმოყვარეობით, უძველესი ისტორიით, კულტურითა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მრავალი ძეგლით, თავგადასავლების უზღვავ შესაძლებლობას გთავაზობთ. დიდებული უძველესი არქიტექტურა, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროები და უგემრიელესი იორდანული სამზარეულო, წმინდა ადგილები, წითელი ზღვა და მკვდარი ზღვა იორდანიის მონახულების მხოლოდ რამდენიმე მიზეზია.

იმედი ვიქონიოთ, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ ამ მშვენიერ ქვეყანას საქართველოდან პირდაპირი რეისებით. მანამდე კი იორდანიის მიმართულებით შეგიძლიათ გაემგზავროთ ტრანზიტული რეისებით, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ერთი გადაჯდომით მოახერხოთ სხავდასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

წინა სტატიაშიშესაძლოა Eurowings -ი ქუთაისის აეროპორტშიც ვიხილოთ
შემდეგი სტატიაროდის ამოქმედდება ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესები?
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments