60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს, 2023 წლის ნოემბრიდან მოეთხოვებათ მიიღონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ნებართვა, რაც გავრცელებული ინფორმაციით შენგენის ზონის ქვეყნებში საზღვრების უსაფრთხოების გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯითაა გამოწვეული.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ETIAS იქნება „მარტივი, სწრაფი და ვიზიტორებისთვის მოსახერხებელი სისტემა, რომელიც 95 %-ზე მეტ შემთხვევაში რამდენიმე წუთში დადებით პასუხს მიიღებს“. პროცედურა მოიცავს ონლაინ განაცხადის შევსებას და 7 ევროს საკრედიტო ბარათით გადახდას.

რა ასაკის კატეგორიის პირები გადაიხდიან შენგენის ზონაში მოგზაურობის საფასურს?

ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად 7 ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.

რა ინფორმაციის შევსება მოუწევთ მგზავრებს ელექტრონულ ანკეტაში?

ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის:

  • დაბადების თარიღს,
  • დაბადების ადგილს,
  • მისამართს,
  • ტელეფონის ნომერს,
  • სამუშაო ადგილს,
  • განათლებას.

მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველად მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში ასევე შეხვდებათ ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ნასამართლეობაზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ.

ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.

როგორი იქნება ETIAS-ის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის?

2017 წლის მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობა 90 დღის განმავლობაში, მათ შორის ტურისტულ, ოჯახურ ვიზიტებსა და საქმიანობებზე.

როგორი იქნება ევროკავშირში მიმოსვლა უვიზოდ?

საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ისარგებლებენ ევროპაში უვიზო რეჟიმით. თუმცა, მომავალში ისინი უნდა დარეგისტრირდნენ ETIAS-ში შენგენის ქვეყნებში შესასვლელად.

ევროპის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ მოვხვდეთ მიუნხენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც ირლანდიაში უნდა მოინახულოთ
4.5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments