2024 წლის ივნისიდან, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -სთვის მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა, მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც იქნება განთავსებული Europcar kutaisi -ს ოფისი.

ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს შეეძლებათ ადგილზეც და კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა25 ნოემბერი 20256 დეკემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 578 -დან
ათენი5 ნოემბერი 20259 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
ბარსელონა5 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 407 -დან
ბერლინი11 დეკემბერი 202514 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 275 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 20257 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
ბუდაპეშტი22 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 219 -დან

 

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესი ინტერესი მაღალია, გარემო კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი,-‘’ აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar georgia საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally -ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც 3 ტიპის სერვისს შემოგვთავაზებს: დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. წარმოდგენილი იქნება როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე ექნება ელექტრომობილების ფართო არჩევანი.

დაგეგმე ფრენები ქუთაისიდან მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings-ი ბათუმსა და სანქტ პეტერბურგს შორის ფრენებს აახლებს
შემდეგი სტატიაSomon Air -მა თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments