2024 წლის ივნისიდან, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -სთვის მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა, მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც იქნება განთავსებული Europcar kutaisi -ს ოფისი.

ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს შეეძლებათ ადგილზეც და კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 632 -დან
Athens16 November 202622 November 2026Wizz Airავიაბილეთები 229 -დან
Barcelona7 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 340 -დან
Brussels24 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
Bratislava5 November 20263 December 2026Wizz Airავიაბილეთები 281 -დან

 

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესი ინტერესი მაღალია, გარემო კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი,-‘’ აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar georgia საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally -ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც 3 ტიპის სერვისს შემოგვთავაზებს: დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. წარმოდგენილი იქნება როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე ექნება ელექტრომობილების ფართო არჩევანი.

დაგეგმე ფრენები ქუთაისიდან მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings-ი ბათუმსა და სანქტ პეტერბურგს შორის ფრენებს აახლებს
შემდეგი სტატიაSomon Air -მა თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted