E-Gate საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვაში გამოიხატება. გაფრენის დარბაზში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა E-gate სისტემა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანია RESA ELECTRONIQUE-მა, მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში.

რა არის E-Gate სისტემა ?

E-Gate არის ავტომატიზირებული ჩასხდომის სისტემა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითონ დაადონ ჩასხდომის ბარათი წამკითხველს, რის შემდეგაც ტურნიკეტი ავტომატურად გაიხსნება. ეს სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს მგზავრების ჩასხდომის პროცესის გამარტივებას, რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის სწრაფი გატარების უზრუნველყოფას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 555 -დან
ათენი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202629 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი24 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 345 -დან
ბრიუსელი26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 256 -დან
ბუდაპეშტი5 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 263 -დან
დორტმუნდი24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 374 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
ფრანკფურტი19 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 402 -დან

 

RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200,000 ევროზე მეტია. პირველი ეტაპის ფარგლებში აეროპორტში დაინსტალირდა სამი აპარატი, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხოების კონტროლამდე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ დამატებით ერთიც დამონტაჟდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის აეროპორტის სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე, რათა მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან და გაემგზავრე კომფორტულად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ია
შემდეგი სტატიაალფა სამოგზაურო დაზღვევა Alpha dazgveva
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted