2024 წლის საავიაციო ბაზრის ლიდერი საქართველოში და მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები

2024 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერობას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 19.1%-იანი წილი დაიკავა (1,208,499 მგზავრი).

  • მეორე ადგილზე Turkish Airlines -ია, რომელმაც 7.6%-იანი წილით 480,844 მგზავრი გადაიყვანა.
  • მესამე ადგილზე Georgian Airways -ი, რომელსაც 7.5%-იანი წილი (473,744 მგზავრი) უკავია.
  • მათ მოჰყვებიან Pegasus Airlines – 7.3% -იანი წილით, (460,939 მგზავრი)
  • და აზერბაიჯანული AZAL 5.5% -იანი წილით (345,503 მგზავრი).

Wizz Air ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი6 აპრილი 202627 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა25 მარტი 202621 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
ბერლინი26 მარტი 202615 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 272 -დან
ბრიუსელი23 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
ბრატისლავა20 მარტი 202622 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 178 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
დორტმუნდი5 მაისი 202612 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 305 -დან
მემინგენი22 აპრილი 20268 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ფრანკფურტი22 იანვარი 202729 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 155 -დან
ჰამბურგი2 მაისი 202616 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 156 -დან

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways -მა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი გააორმაგა. ავიაკომპანიამ განმარტა, რომ ეს ზრდა კომპანიის “სწორი პოლიტიკის” შედეგია. მათი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო ახალი მიმართულებების დამატებამ, ფრენების სიხშირეების ზრდამ და ავიაპარკის გაფართოებამ.

ამჟამად, ჯეორჯიან ეარვეისი 12 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და სამომავლოდ გეგმავს ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, აზიის მიმართულებების დამატებას, ასევე ავიაპარკის გაფართოებას.

მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკა

თბილისის აეროპორტისამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს, რომელმაც 3,622,830 მგზავრი მოემსახურა.

ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, ძირითადად Wizz Air-ის წარმატების ფონზე, 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის წლიური ზრდა, რომელმაც 753,485 მგზავრის მომსახურება უზრუნველყო, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ქვეყნის მასშტაბით.

ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია ოპერირებს და მგზავრებს 103 მიმართულებას სთავაზობს, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ნათელ სურათს წარმოადგენს.

საქართველოს საავიაციო ბაზარი 2024 წელს განაგრძობს ზრდას, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიების აქტიურობის შედეგია. Wizz Air-ი კვლავაც ბიუჯეტური ფრენების ლიდერია, ხოლო Georgian Airways-ი წარმატებით ახორციელებს განვითარების სტრატეგიას. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდა ქვეყნის ავიაციის პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

დაჯავშნეთ ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიმედი ელ სამოგზაურო დაზღვევა Imedi L dazgveva
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში E-Gate ტექნოლოგია საცდელი რეჟიმით ამუშავდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments