E-Gate საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვაში გამოიხატება. გაფრენის დარბაზში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა E-gate სისტემა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანია RESA ELECTRONIQUE-მა, მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში.

რა არის E-Gate სისტემა ?

E-Gate არის ავტომატიზირებული ჩასხდომის სისტემა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითონ დაადონ ჩასხდომის ბარათი წამკითხველს, რის შემდეგაც ტურნიკეტი ავტომატურად გაიხსნება. ეს სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს მგზავრების ჩასხდომის პროცესის გამარტივებას, რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის სწრაფი გატარების უზრუნველყოფას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა9 მაისი 202613 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 689 -დან
ათენი27 აპრილი 202610 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 335 -დან
ბარსელონა27 მარტი 20264 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 760 -დან
ბერლინი1 თებერვალი 20265 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 1 111 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
ბრატისლავა16 თებერვალი 202620 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბუდაპეშტი7 მარტი 202610 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 411 -დან
დორტმუნდი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 668 -დან
მემინგენი4 სექტემბერი 202621 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 748 -დან
ფრანკფურტი6 თებერვალი 202616 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან

 

RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200,000 ევროზე მეტია. პირველი ეტაპის ფარგლებში აეროპორტში დაინსტალირდა სამი აპარატი, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხოების კონტროლამდე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ დამატებით ერთიც დამონტაჟდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის აეროპორტის სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე, რათა მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან და გაემგზავრე კომფორტულად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ია
შემდეგი სტატიაალფა სამოგზაურო დაზღვევა Alpha dazgveva
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments