თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია – Tav Georgia მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს. ამიერიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ჩასხდომის ავტომატიზირებულ სისტემას – E – Gate -ს შესთავაზებს.

ახალი სისტემა, ჩასხდომის ბარათების ავტომატური შემოწმების საფუძველზე, აუმჯობესებს და ამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას, რიგების შემცირებას და მგზავრთა კომფორტს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი29 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა11 იანვარი 202718 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 283 -დან
ათენი23 მარტი 20275 აპრილი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 467 -დან

 

მგზავრთა ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა თბილისის აეროპორტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ TAV Technologies– თან და ფრანგულ ბრენდ Easier – თან (IER) პარტნიორობით ამოქმედდა. მათთან თანამშრომლობით, აეროპორტში რამდენიმე თვეა ასევე დაინერგა და მოქმედებს თვითრეგისტრაციის და ავტომანქანების პარკირების ავტომატური სისტემები.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯეორჯია მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისების გაციფრულებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში ინვესტირებას მომავალშიც განაგრძობს.

შეიძინე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვირეკე ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგამოიცანი ქალაქები მთავარი მოედნების მიხედვით
შემდეგი სტატია5 საუკეთესო მიმართულება ზღვის მოყვარულთათვის
1 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted