თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ავიამიმართულების დაწყების ნებართვა უკვე გასცა.

ანკარის ახალი რეისები სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება და კვირაში ოთხჯერ განხორციელდება: ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

თბილისი ანკარა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 365 -დან
15 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 838 -დან
16 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 373 -დან
17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 725 -დან
18 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 654 -დან
19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 389 -დან
20 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 708 -დან
21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 575 -დან
22 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 651 -დან
25 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 491 -დან
26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 369 -დან
27 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 523 -დან
28 ნოემბერი 202630 ნოემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 356 -დან
3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 356 -დან
5 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026პირდაპირიAjetავიაბილეთები 302 -დან
23 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 681 -დან
26 დეკემბერი 20264 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 309 -დან
29 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 918 -დან
30 დეკემბერი 202630 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 767 -დან
5 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 759 -დან
11 იანვარი 202718 იანვარი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 283 -დან
1 თებერვალი 20272 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 419 -დან
8 მარტი 202717 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 475 -დან
25 მარტი 202730 მარტი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 492 -დან
5 მაისი 20279 მაისი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 721 -დან
6 მაისი 202710 მაისი 2027პირდაპირიAjetავიაბილეთები 544 -დან
30 ივლისი 20276 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 769 -დან
11 აგვისტო 202720 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 765 -დან

ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, აჰმეტ ბოლატის, შეხვედრის შედეგია, რომელიც ივლისში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაზრდა იყო.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

თურქეთი საქართველოსთვის ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მგზავრთა საერთო ნაკადის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ახალი ფრენების დამატება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას.

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ აეროპორტებში

2025 წლის პირველი შვიდი თვე ქართული აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ამ პერიოდში განხორციელდა 20 000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.

მგზავრთა რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა, რაც 13%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ყოველკვირეულად დაახლოებით 745 რეისი სრულდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 8 ახალ მიმართულებას ამატებს ერევნიდან – იაფი ავიაბილეთები ევროპაში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნების გარდა სად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted