თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება. ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet -ი, „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ავიამიმართულების დაწყების ნებართვა უკვე გასცა.

ანკარის ახალი რეისები სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება და კვირაში ოთხჯერ განხორციელდება: ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

თბილისი ანკარა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ნოემბერი 202529 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 354 -დან
30 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 485 -დან
1 დეკემბერი 20254 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 431 -დან
2 დეკემბერი 20253 დეკემბერი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 330 -დან
3 დეკემბერი 20255 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 402 -დან
4 დეკემბერი 20255 დეკემბერი 2025პირდაპირიAJetავიაბილეთები 401 -დან
12 დეკემბერი 202523 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 603 -დან
6 იანვარი 20268 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 525 -დან
6 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 393 -დან
16 მარტი 202618 მარტი 2026პირდაპირიTurkish Airlinesავიაბილეთები 343 -დან

ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, აჰმეტ ბოლატის, შეხვედრის შედეგია, რომელიც ივლისში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაზრდა იყო.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

თურქეთი საქართველოსთვის ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის 1.2 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, რაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მგზავრთა საერთო ნაკადის თითქმის ნახევარს შეადგენს.

ახალი ფრენების დამატება კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას.

რეკორდული მაჩვენებლები ქართულ აეროპორტებში

2025 წლის პირველი შვიდი თვე ქართული აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ამ პერიოდში განხორციელდა 20 000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა.

მგზავრთა რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა, რაც 13%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. დღეისათვის, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ყოველკვირეულად დაახლოებით 745 რეისი სრულდება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 8 ახალ მიმართულებას ამატებს ერევნიდან – იაფი ავიაბილეთები ევროპაში
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნების გარდა სად შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments