რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდან საქართველოს ორ ქალაქში – თბილისში და ბათუმში – პირდაპირი ავიარეისები აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს, რომელიც აეროპორტის პრესსამსახურს ეყრდნობა.

თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings -ს შემოგვთავაზებს. კომპანიის ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი განრიგი და ავიაბილეთების ფასები – ერთი გზის ღირებულება დაახლოებით 18,000 რუბლიდან, ანუ 600 ლარიდან იწყება.

ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი 26 აპრილს შესრულდება. საწყის ეტაპზე, ნიჟნი-ნოვგოროდიდან გამგზავრება ყოველ შაბათს იქნება შესაძლებელი, ხოლო ბათუმიდან უკან გამგზავრება კი – ყოველ კვირას. ამასთან, 28 მაისიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება და დაემატება ახალი რეისები ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით გახორციელდება.

რაც შეეხება თბილისის მიმართულებას, პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან ნიჟნი-ნოვგოროდში გამგზავრება სამშაბათობით იქნება შესაძლებელი. 5 ივნისიდან კი დაემატება ახალი რეისები ხუთშაბათს და პარასკევს.

თბილისი ნიჟნი-ნოვგოროდი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 მაისი 202520 მაისი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 043 -დან
10 ივნისი 202524 ივნისი 2025Red Wingsავიაბილეთები 951 -დან

ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში ფრენების განრიგი მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდეა გაწერილი, რაც ნიშნავს, რომ ფრენები მინიმუმ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ Red Wings საქართველოდან ამ დროისთვისაც ახორციელებს მრავალი მიმართულებით ფრენებს, კერძოდ:

  • თბილისიდან – სოჭში, მინერალნიე ვოდიში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ყაზანში, სამარაში და ეკატერინბურგში.
  • ბათუმიდან – სოჭში, მინერალნიე ვოდიში, მოსკოვის ორ აეროპორტში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, სამარაში, ეკატერინბურგში და უფაში.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings ნიჟნი-ნოვგოროდიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აპრილიდან იწყებ
შემდეგი სტატიაArmenian Airlines აპრილიდან ფრენებს დროებით წყვეტს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments