Armenian Airlines -ი სომხეთის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიაა, რომელიც 2023 წლის აგვისტოდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ რეგულარულ რეისებს შემოგვთავაზებს. ავიაკომპანია ფრენებს ერევანი -ბათუმი-ერევანის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათსა და პარასკევს განხაორციელებს.
როგორც უკვე ცნობილია, პირველი რეისი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე გამოფრინდება და ბათუმში 02:55 საათზე დაეშვება. ხოლო, რეისი საქართველოდან დილის 03:55 საათზე გაემგზავრება და ერევანში დილის 05:00 საათზე ჩფრინდება.
ბათუმი ერევანი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 306 -დან | |
2 იანვარი 2025 | 5 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 338 -დან |
Armenian Airlines -ი 2022 წელს დაარსდა, მისი სათაო ოფისი კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ქალაქიდან 12 კმ-ითაა დაშორებული.
ამ დრომდე სომხური ავიახაზები რეგულარულ ფრენებს ერევნიდან ახორციელებს რუსეთის სამ ქალაქში, კერძოდ მოსკოვში, სამარასა და სოჭში, ასევე ოპერირებს სტამბოლშიც, ხოლო აგვისტოდან კი ბათუმის მიმართულებითაც დაიწყებს რეისების შესრულებას.
ავიაკომპანია მიზნად ისახავს მარშრუტების საერთაშორისო ქსელის განვითარებას, ასევე კომფორტული ტრანზიტული ფრენის გაფართოებას, რომელიც ერევნის გავლით არსებულ ფრენის პროგრამას ეფუძნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი გადამზიდავი ფრენების განხორციელებას ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაშიც გეგმავს.