იაფი ფრენები მალაგაში

იაფი ფრენები მალაგის მიმართულებით

16 მზიანი სანაპიროს გარდა მალაგაზე დიდი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნება დაგხვდებათ. მალაგა ესპანეთის ქალაქია, იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ნამდვილ ზღაპრულ სამყაროს გავს.

იცოდით, რომ პაბლო პიკასო მალაგადანაა? შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს ქალაქში ხელოვნების უდიდესი სიყვარული და მნიშვნელოვანი მუზეუმების სიმრავლე. მალაგას ფერადი ქუჩები, ზღვის სანაპიროები, ცოცხალი ატმოსფერო, სანაპირო ბარები – ყველაფერია, რაც იდეალური მოგზაურობის დასაგეგმად კმარა. იაფი ფრენები მალაგაში მათთვისაა, ვინც ნამდვილ დასვენებას და მზიან სანაპიროებს ნატრულობს და ყოველდღიურობისაგან განტვირთვა სურს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მალაგას მიმართულებით ფრენების შესახებ ტექნიკურ დეტალებს, გაგაცნობთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებსა და ადგილობრივ კერძებს. ერთად ვიმოგზაუროთ ყველასთვის სანატრელ ესპანურ ქალაქში.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა მალაგაში?

მალაგაში საქართველოს აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები არ სრულდება, ამიტომ ანდალუსიის ამ მთავარ საზღვაო კურორტზე და კოსტა-დელ-სოლის სანაპიროზე მოსახვედრად მგზავრებს ტრანზიტული მარშრუტების გამოყენება უწევთ.

იაფი ფრენები მალაგაში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ავიაკომპანიების შესრულებით.

თბილისის აეროპორტიდან ყველაზე კოფმორტულად იმგზავრებთ წამყვანი ავიაკომპანიების რეისებით, რომლებიც ერთი ტრანზიტით ჩაგიყვანთ მალაგამდე. Turkish Airlines, Lufthansa, Air France, LOT, Air Serbia იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც რეგულარულად ასრულებენ ტრანზიტულ რეისებს თბილისი-მალაგას საჰაერო ხაზზე. სწორედ ამიტომ, თბილისიდან თქვენს დროსა თუ ბიუჯეტზე მორგებული ფრენების შერჩევა საკმაოდ მარტივია.

ბათუმიდან ფრენების არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია, რადგან მხოლოდ Turkish Airlines-ი ოპერირებს ბათუმი-მალაგას საჰაერო ხაზზე და ავიაბილეთების ღირებულებაც შედარებით მაღალია, ვიდრე თბილისიდან.

რაც შეეხება ქუთაისს, ტრანზიტული რეისები არ სრულდება, მაგრამ შესაძლებელია Wizz Air-ის Self Transferi-ის გამოყენება, რაც გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ავიაკომპანიის ფრენის კომბინაციას. მაგალითად, მიფრინავთ ქუთაისიდან რომელიმე ქალაქში Wizz Air-ით: მილანი, ვენა, რომი, პარიზი, ვარშავა. ამ ქალაქებიდან მალაგამდე კი ისევ Wizz Air-ის ცალკე ან სხვა ავიაკომპანიის რეისით ჩაფრინდებით.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ავიარეისების ცხრილი სამივე აეროპორტიდან მაგალას მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
10 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 076 -დან
12 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 176 -დან
15 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაSunExpressავიაბილეთები 1 130 -დან
18 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან
24 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 121 -დან
25 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 890 -დან
26 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან
1 ნოემბერი 20261 ნოემბერი 20263 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 757 -დან
2 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 813 -დან
4 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 759 -დან
7 ნოემბერი 202613 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 767 -დან
8 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 693 -დან
9 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 835 -დან
10 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 800 -დან
12 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 759 -დან
13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 753 -დან
14 ნოემბერი 202619 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 734 -დან
15 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 019 -დან
3 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 732 -დან
24 დეკემბერი 20265 იანვარი 20273 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 971 -დან
30 იანვარი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 850 -დან
20 თებერვალი 202727 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 706 -დან
18 მარტი 202720 მარტი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 635 -დან
25 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 860 -დან
2 ივლისი 202712 ივლისი 20272 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 063 -დან
3 ივლისი 202713 ივლისი 20272 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 1 034 -დან
22 აგვისტო 20272 სექტემბერი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 988 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 ოქტომბერი 202627 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 891 -დან
1 ნოემბერი 20261 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 099 -დან
8 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 607 -დან
9 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 479 -დან
.tab-flight .td-tc-tab { border: solid 1px #e0e0e0; border-radius: 8px; } .tab-flight .td-tc-tab-active{ /*background-color: #c8dff9;*/ border-color:#000; color: #000; } .tab-flight .td-tc-tab:hover { border-color:#000; color: #000; } .tdb-block-inner.td-fix-index { display: inline; } .tab-flight .td-tc-tab-txt{ padding-top: 4px; } .tab-flight .td-tc-tabs { scrollbar-width: none; } .dataTables_paginate .paginate_button{ border-radius: 8px; margin-right: 8px !important; }

აღმოაჩინე მალაგა

სად დავრჩეთ მალაგაში?

მალაგაში თქვენზე მორგებულ დასარჩენ ადგილს მარტივად ნახავთ. მთავარია წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი და პრეფერენციები. დაბლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ სასტუმროს.

Only YOU Hotel Málaga

ეს სასტუმრო იდეალურ ლოკაციაზე მდებარეობს. აქ ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ – ნახავთ საცურაო აუზს, ფიტნეს ცენტრს, 2 რესტორანს. მისი ტერასიდან კი ულამაზესი ხედები იშლება.

Hilton Garden Inn Málaga

ეს სასტუმრო ასევე კარგ ადგილას მდებარეობს. აქ დაგხვდებათ რესტორანი, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი. თანაც, ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც და ნომრის მომსახურებაც.

Hampton By Hilton Malaga Martiricos

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. აქ მრავალი სერვისი დაგხვდებათ, ნომრები კი კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აქ ნახავთ რესტორანსაც. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Catalonia Málaga

ამ სასტუმროში დაგხვდებათ ნამდვილი ესპანური ატმოსფერო. სასტუმრო ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, მისი ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება. აქვე ნახავთ რესტორანსაც. თანაც, ნომრის საფასურში შედის საუზმის მომსახურებაც.

რა ვნახოთ მალაგაში?

მალაგაში გარდა სანაპირო ზოლისა, უამრავი კულტურული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ. აქაური ციხე-კოშკები ისტორიული სანახაობებია.

ალკაზაბას ციხე

ალკაზაბას ციხე მე-11 საუკუნეში აიგო. ციხის მიმდებარედ ძველი რომაული თეატრის ნანგრევებია. ამ ციხემ ბევრი რამ გამოიარა, მაგალითად მან გაუძლო არაბთა შემოსევებს. ეს ისტორიული ნაგებობა თავისი გრანდიოზულობით აუცილებლად მიიქცევს ტურისტების ყურადღებას.

მალაგას კათედრალი

მალაგას კათედრალი რენესანსის დროინდელი კათოლიკური ეკლესიაა. იგი მე-16 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე შენდებოდა. მისი გრანდიოზული არქიტექტურა, ფერადი შუშის ფანჯრები და ულამაზესი სვეტები დიად ატმოსფეროს ქმნის ტაძარში.

მალაგას რომაული თეატრი

მალაგას რომაული თეატრი მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს, იგი დიდი ხნის განმავლობაში დამარხული იყო. თეატრი იმპერატორი ავგუსტუსის ზეობისას აშენდა, მე-3 საუკუნეში. თეატრს 31 მეტრის რადიუსი და 16 მეტრის სიმაღლე აქვს. შენობა მართლაც გამოხატავს ანტიკური ეპოქების დიდებულებას.

პიკასოს მუზეუმი მალაგაში

პიკასოს მუზეუმი მალაგაში ინახავს მხატვრის 285 ტილოს. იგი 2003 წელს გაიხსნა. იგი მოწყობილია ულამაზეს ანდალუზიურ სახლში ნათელ და კაშკაშა ოთახებში. მუზეუმში დაათვალიერებთ მხატვრის გენიალურ ნამუშევრებს. აქაურობა ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

რა ვჭამოთ მალაგაში?

ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. აქ უამრავი გემრიელი კერძი დაგხვდებათ, რომლებიც გასინჯვის შანსს ნამდვილად იმსახურებენ. მალაგადან ახალი ფავორიტი კერძებით დაბრუნდებით.

Patatas Bravas

ეს კერძი სპეციალურად მომზადებული კარტოფილია თავისი სოუსებით. იგი ესპანეთის საფირმო კერძია და აუცილებლად უნდა გასინჯოთ აქ მოგზაურობისას.

ჩუროსი

ჩუროსი ესპანური ტკბილეულია. იგი გამომცხვარი ცომეულია. როგორც წესი, ჩუროსს რამე სოუსთან ერთად მიირთმევენ, მაგალითად შოკოლადთან.

კროკეტები

კროკეტები შემწვარი სოკო, ხორცეული და ყველია ცომის მასაში ამოვლებული. იგი ტრადიციული ესპანური კერძია.

Albondigas

ეს ხორცის ბურთულები კი ტომატის სოუსთან ერთად სერვირდება. თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად დააგემოვნეთ იგი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მალაგაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
AGP
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
50-60 ევრო
.de-direction-listing-grid a { color: #0d6efd; } .de-content-preview p{ margin: 0; } .de-direction-listing-grid a:hover { text-decoration: underline !important; }.de-faq-btn { line-height: 1.4; font-weight: 600; } .de-faq-body p { margin-bottom: 5px; }

ხშირად დასმული კითხვები მალაგაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები მალაგაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ ინფორმაციას ფრენების შესახებ, რაც გაგიმარტივებთ მოგზაურობის დაგეგმვას.

გაზაფხულის თვეები საუკეთესოა მალაგაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა ძალიან თბილია და შეძლებთ სასიამოვნო ამინდში დაათვალიეროთ ქალაქი, თანაც სანაპირო ზოლითაც დატკბეთ.

მალაგა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ულამაზესი სანაპიროებით. თუმცა, გარდა ამისა, აქ შეძლებთ კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც.

ჯერჯერობით მალაგას მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით ფრენებს ნახავთ.

ავიაკომპანია ლუფთანზა მალაგაში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

ბიუჯეტურად მოგზაურობისათვის გირჩევდით არატურისტულ სეზონებს. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ავიაბილეთებისა და დასარჩენი ადგილების ფასი შედარებით იკლებს.

მინიმუმ 2 დღე გათვალეთ მალაგაში სამოგზაუროდ, რათა მისი კულტურული ღირსშესანიშნაობების ნახვა მოასწროთ. თუმცა, გირჩევთ მეტ დროზე გათვალოთ მოგზაურობა, რათა დატკბეთ მალაგის ულამაზესი სანაპიროებით.

AGP – მალაგას აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, სულ რაღაც 8 კილომეტრში მდებარეობს.

გირჩევთ, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმოთ მოგზაურობა საუკეთესო ფასის მისაღებად. ასევე, ფრენები არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.

var Tawk_API=Tawk_API||{}, Tawk_LoadStart=new Date(); (function(){ var s1=document.createElement("script"),s0=document.getElementsByTagName("script")[0]; s1.async=true; s1.src='https://embed.tawk.to/5b6d856fafc2c34e96e773ce/default'; s1.charset='UTF-8'; s1.setAttribute('crossorigin','*'); s0.parentNode.insertBefore(s1,s0); })();