8.8 C
Tbilisi
კვირა, თებერვალი 1, 2026

იაფი ფრენები ეინდჰოვენში

იაფი ფრენები ეინდჰოვენის მიმართულებით

ეინდჰოვენი ნიდერლანდების სამხრეთში მდებარე ქალაქია. იგი თავისი ისტორიული, სამეცნიერო და კულტურული ღირებულებებით გამოირჩევა. ეინდჰოვენს ულამაზესი ბუნება აქვს, სადაც სიმშვიდეში შეძლებთ გასეირნებასა და დასვენებას. ქალაქს ყველა ტიპის მოგზაურისათვის საინტერესო თავგადასავლები აქვს მომზადებული.

ეინდჰოვენში ნახავთ ტექნოლოგიურ მუზეუმებს, ხელოვნების მუზეუმებს, შენობებს გოთიკური არქიტექტურით, ქალაქი სხვადასხვა ეპოქებში გამოგზაურებთ. იაფი ფრენები ეინდჰოვენში გზას გაგიხსნით ახალი აღმოჩენებისაკენ. ქალაქში მრავალფეროვნად შეძლებთ დროის გატარებას. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ქალაქის, მისი ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციული კერძების შესახებ. რაც მთავარია, მოგაწვდით ინფორმაციას საუკეთესო ავიარეისების შესახებ ეინდჰოვენის მიმართულებით.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ეინდჰოვენში?

ეინდჰოვენში გაფრენას მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ. საქართველოდან ეინდჰოვენის მიმართულებით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გაემგზავრებით. ყველაზე იაფი ფრენები ეინდჰოვენში თბილისიდან შეგიძლიათ 360 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ, ქუთაისიდან კი 262 ლარიდან ზემოთ.

ორივე ქალაქიდან ფრენებს შემოგთავაზებთ თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus. იგი რამდენიმე საათით გადაჯდება სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში, საბოლოოდ კი ჩაფრინდება EIN – ეინდჰოვენის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ პეგასუსი თავის ყველაზე იაფ ფრენებში გულისხმობს მხოლოდ 3 კილო ხელბარგის ქონის უფლებას.

დაბლა ნახავთ ეინდჰოვენის მიმართულებით საუკეთესო ავიარეისების ჩამონათვალს ცხრილის სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 თებერვალი 202612 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 781 -დან
3 თებერვალი 202613 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 045 -დან
4 თებერვალი 202610 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 591 -დან
5 თებერვალი 202611 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 723 -დან
6 თებერვალი 202627 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 573 -დან
7 თებერვალი 202613 თებერვალი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 292 -დან
8 თებერვალი 202618 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 631 -დან
9 თებერვალი 202619 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 723 -დან
10 თებერვალი 202620 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 591 -დან
20 თებერვალი 202631 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 643 -დან
23 თებერვალი 202626 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 667 -დან
26 თებერვალი 20265 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 460 -დან
20 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 577 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 თებერვალი 202611 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 548 -დან
6 თებერვალი 202612 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 738 -დან
8 თებერვალი 202615 თებერვალი 20263 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 094 -დან
18 თებერვალი 202622 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 820 -დან
27 თებერვალი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 456 -დან
20 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 676 -დან

აღმოაჩინე ეინდჰოვენი

სად დავრჩეთ ეინდჰოვენში?

თუ გსურთ მოგზაურობამ საუკეთესოდ ჩაიაროს, მაშინ წინასწარ უნდა მოძებნოთ დასარჩენი ადგილი. რამდენიმე ცნობილ სასტუმროს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Holiday Inn Eindhoven Centre by IHG

ეს სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ძალიან კომფორტულად შეძლებთ დასვენებას – სასტუმროს აქვს თავისი უფასო პარკინგი, თანაც აქ ნახავთ რესტორანსა და ბარსაც, სადაც დროის შესანიშნავად გატარებას შეძლებთ. ნომრის საფასურში შედის ნომრის მომსახურებაცა და საუზმის სერვისიც.

Hotel Mariënhage

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს. მის ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს და სპა ცენტრებს. სასტუმროში არის ბარიცა და რესტორანიც. ნომრის საფასურში კი შედის უფასო პარკინგის სერვისი და მრავალფეროვანი სასტუმრო.

Leonardo Hotel Eindhoven City Center former Crown Hotel

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა ეინდჰოვენში. მას მრავალფეროვანი სერვისი და სხვადასხვა ტიპის ნომრები აქვს სტუმრებისთვის. ყველა მათგანი ითვალისწინებს სასტუმროს უფასო პარკინგით მომსახურებას, ოთახის სერვისსა და საუზმეს. სასტუმროს ტერიტორიაზე კი ნახავთ ფიტნეს და სპა ცენტრებს.

Campanile Hotel & Restaurant Eindhoven

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. მასთან ძალიან ახლოს გოლფის მოედანი მდებარეობს, სადაც თამაშს შეძლებთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს ბარიცა და რესტორანიც. მის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ ეინდჰოვენში?

ეინდჰოვენში ბევრი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა დაგხვდებათ. ქალაქში მრავალფეროვნად შეძლებთ დროის გატარებას. რამდენიმე ცნობილ ღირსშესანიშნაობას ჩვენც შემოგთავაზებთ.

წმინდა კატრინის ეკლესია

წმინდა კატრინის ეკლესია ეინდჰოვენის რომაულ-კათოლიკური ტაძარია. მისი შთამბეჭდავი არქიტექტურა, გრანდიოზული სვეტები და შიდა განათებები აუცილებლად აღაფრთოვანებს ყველა მნახველს.

ფილიპსის მუზეუმი

ფილიპსის მუზეუმი ფაქტობრივად ახალი სიტყვაა ტექნოლოგიების სამყაროში. მუზეუმი იმ ადგილასაა დაარსებული, სადაც ჯერარდ ფილიპსმა თავისი ნათურა აღმოაჩინა. ფილიპსის მუზეუმი თანამედროვე დროის მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმია.

მფრინავი პინები

თუ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება გსურთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ამ მონუმენტს – იგი ფაქტობრივად თანამედროვე სამყაროს ექსკლუზიური ნამუშევარია. ამ ადგილას შეგიძლიათ ბოულინგის სამყაროში ჩაიკარგოთ გრანდიოზული ფიგურების გარემოცვაში.

ავგუსტინიანეს ეკლესია

ავგუსტინიანეს ეკლესია ნიდერლანდების მე-19 საუკუნის ძეგლია. იგი ნეო-გოთიკური არქიტექტურისაა და ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადენს. ეკლესიის გრანდიოზული მინის ფანჯრები აუცილებლად მიიქცევს ტურისტების ყურადღებას.

რა ვჭამოთ ეინდჰოვენში?

ეინდჰოვენი კულინარიის მოყვარულებსაც არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ ნიდერლანდების პოპულარული საკვები დააგემოვნოთ. რამდენიმე ცნობილ კერძს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Bossche bol

ეს ეინდჰოვენის პოპულარულ შოკოლადის ნამცხვარს წარმოადგენს. ტკბილეულის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ ეს კერძი იმედებს.

Brabants worstenbroodje

ეს ერთგვარი ნიდერლანდური რულეტია, ცომში გადახვეული ხორცი, რომელიც სპეციალური ტექნიკით მზადდება.

Worstenbroodje

ეს ერთგვარი სოსისის რულეტია. იგი ხრაშუნა პურში მოთავსებულ შეკმაზულ ხორცს წარმოადგენს.

Brabantse Wal Asperges

ეს ნიდერლანდების ცნობილი ნუგბარია. იგი პატარა ხრაშუნა ხორცის ხვეულებს წარმოადგენს. მისი შიგთავსი როგორც წესი ქათმის ხორცს შეიცავს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეინდჰოვენში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
EIN
ენა
ჰოლანდიური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
60-100$

ავიაკომპანიები, რომლებიც ეინდჰოვენში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები ეინდჰოვენის ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ეინდჰოვენში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მოგზაურობისათვის საჭირო ინფორმაციას.

ეინდჰოვენში ვიზიტი დაგეგმეთ გაზაფხულს ან შემოდგომას. ამ დროს ქალაქში იდეალური ამინდებია და დროის შესანიშნავად გატარებას შეძლებთ.

ეინდჰოვენი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული გარემოთი. ქალაქში დასვენებასა და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

ეინდჰოვენის მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისებს ნახავთ.

ეინდჰოვენის მიმართულებით ავიაკომპანია Pegasus ყველაზე იაფ ავიარეისებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესი იქნება არატურისტული სეზონები. ამ დროს ავიაბილეთებსა და დასარჩენ ადგილებზე მოთხოვნა იკლებს, შესაბამისად ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობას.

3-4 დღე გათვალეთ ეინდჰოვენში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ქალაქის კარგად დათვალიერება.

EIN – ეინდჰოვენის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა, ამასთან უმჯობესი იქნება, თუ ფრენას არ დაამთხვევთ დღესასწაუებსა ან დასვენების დღეებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.