იაფი ფრენები დოჰაში

იაფი ფრენები დოჰას მიმართულებით

დოჰა ყატარის დედაქალაქი და ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური ცენტრია. დოჰას ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. მისი მსოფლიო პოპულარობა არცაა გასაკვირი, რადგან აქ ეკონომიკა მაღალ დონეზეა განვითარებული და ბევრი ბიზნეს კონფერენცია ეწყობა.

გარდა სტრატეგიული ფუნქციისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ქალაქია არქიტექტურული თვალსაზრისით. აქ მოდერნისტულ შენობებს, დახვეწილ კონსტრუქციებსა და მდიდრულად მოწყობილ ქუჩებს ნახავთ. იაფი ფრენები დოჰაში მომავლის სამყაროში გამოგზაურებთ. ამ ბლოგში მოგიყვებით დოჰას ღირსშესანიშნაობების, ტრადიციული კერძებისა და სასტუმროების შესახებ. წინასწარ შეძლებთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას ჩვენთან ერთად, რაც მთავარია, საუკეთესო ავიარეისებით.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა დოჰაში?

დოჰაში გაფრენას თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან შეძლებთ. თბილისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებს, ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით გაემგზავრებით. ყველაზე იაფი ავიაბილეთები დოჰაში თბილისიდან შეგიძლიათ შეიძინოთ 436 ლარიდან ზემოთ, ბათუმიდან კი 455 ლარიდან.

თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შემოგთავაზებთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ავიაკომპანია Qatar Airways. იგი ჩაფრინდება DOH დოჰას საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრობისას კი მაღალი კლასის მომსახურებას შემოგთავაზებთ: 7 კილო ხელბარგის ქონის უფლებასა და 25 კილო ჩასაბარებელ ბარგს.

თბილისიდან, ასევე, პირდაპირ ჩარტერულ რეისებს დოჰას მიმართულებით ასრულებს Georgian Airways-ი, კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას. რეისები შესრულდება 2026 წლის 11 თებერვლის ჩათვლით.

თბილისიდან და ბათუმიდან გადაჯდომით ფრენებს შემოგთავაზებთ ორი თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია: Pegasus და Turkish Airlines. პეგასუსი გადაჯდება სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში, თურქიშ ეარლაინსი კი სტამბოლის ახალ აეროპორტში. საბოლოოდ ორივე მათანი ჩაფრინდება DOH ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში. Pegasus 3 კილო ხელბარგის ქონის უფლებას შემოგთავაზებთ ყველაზე იაფ ავიარეისებში, Turkish Airlines კი 23 კილო ჩასაბარებელი ბარგის ქონის საშუალებას მოგცემთ, თანაც იგი გულისხმობს რეისების დროს მგზავრთა კვებასაც.

დაბლა ნახავთ დოჰას მიმართულებით ავიარეისებს საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 აპრილი 202622 აპრილი 20262 ᲒაჩერებაFlynasავიაბილეთები 2 697 -დან
1 მაისი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 213 -დან
7 მაისი 202615 მაისი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 592 -დან
8 მაისი 202614 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 179 -დან
9 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 585 -დან
17 მაისი 202624 მაისი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 528 -დან
18 მაისი 202628 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 243 -დან
25 მაისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 249 -დან
4 ივნისი 202618 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 384 -დან
28 ივნისი 20265 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 550 -დან
1 ივლისი 20268 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 399 -დან
19 ივლისი 202626 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 482 -დან
1 სექტემბერი 20268 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 360 -დან
14 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 248 -დან
1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 589 -დან
14 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 177 -დან
15 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 367 -დან
16 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 177 -დან
1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 349 -დან
13 დეკემბერი 202621 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 308 -დან
14 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 504 -დან
15 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 518 -დან
16 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 541 -დან
17 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 541 -დან
18 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 1 643 -დან
19 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 1 643 -დან
20 დეკემბერი 202628 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 1 643 -დან
21 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 1 643 -დან
1 იანვარი 20278 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 712 -დან
16 თებერვალი 202724 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 180 -დან
1 მარტი 20279 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 240 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 781 -დან
15 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 3 583 -დან
21 დეკემბერი 202629 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 2 803 -დან

აღმოაჩინე დოჰა

სად დავრჩეთ დოჰაში?

დოჰაში მარტივად ნახავთ დასარჩენ ადგილებს. აქ მაღალი კლასის სასტუმროები დაგხვდებათ. რამდენიმე პოპულარულ დასარჩენს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Sherao Hotel Doha فندق شراعوه الدوحة

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა დოჰაში. იგი მაღალი კლასის სერვისითა და მდიდრული ატმოსფეროთი ხასიათდება. აქ სპა და ფიტნეს ცენტრი, აუზი და სპა-ცენტრი დაგხვდებათ. აქ რესტორანი და ბარიც მდებარეობს, სადაც კარგად განტვირთვას შეძლებთ. სასტუმროს ფასში შედის საუზმის სერვისიც.

Hampton By Hilton Doha Old Town

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს, მას საკუთარი სანაპირო ზოლიც აქვს. სასტუმროს რესტორანი და ბარიც აქვს. მის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

La Maison Hotel Doha

ეს სასტუმრო ძალიან კომფორტულია. მისი ატმოსფერო დახვეწილი და მდიდრულად მოწყობილია. სასტუმროს ტერიტორიაზე ნახავთ რესტორანსა და ბარსაც. სასტუმროს აუზზე კი იდეალურად დასვენებას შეძლებთ. ნომრის ფასში შედის საუზმის სერვისიც.

Ramada by Wyndham Doha Old Town

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები კარგად მოწესრიგებულია და ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს კაფე-რესტორნებში, სადაც სადილობასა და განტვირთვას შეძლებთ. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ დოჰაში?

დოჰაში თანამედროვე ტიპის შენობებსა და მუზეუმებს ნახავთ. ქალაქში ნამდვილად არ მოიწყენთ. დაბლა რამდენიმე ღირსშესანიშნაობას შემოგთავაზებთ.

ისლამური ხელოვნების მუზეუმი

ისლამური ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია ისლამური კულტურისა და ხელოვნების შესასწავლად. აქ ისლამური ტრადიციის ულამაზეს ექსპონანტებს ნახავთ.

souq waqif

ეს დოჰას ბაზარია. აქ უამრავი მაღაზია მდებარეობს, სადაც შეიძენთ აქსესუარებს, სუვენირებს, ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს.

ყატარის ეროვნული მუზეუმი

ყატარის ეროვნული მუზეუმი ინახავს არტეფაქტებს, რომლებიც ყატარის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებს ასახავს. თუ ქვეყნის ისტორიის გაცნობა უკეთ გსურთ, აუცილებლად მოინახულეთ აქაურობა.

Villaggio Mall

და ბოლოს, ყატარის ყველა ქალაქი შოპინგის დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა. ეს მოლი ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ დოჰა ყატარის არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ საშოპინგო ცენტრიცაა. აქ უამრავ სხვადასხვა ტიპის მაღაზიას ნახავთ.

რა ვჭამოთ დოჰაში?

დოჰაში აღმოსავლური კულინარიის ბევრ ტრადიციულ კერძს დააგემოვნებთ. აქაური კვების ობიექტები მუდამ მზად არიან თქვენ გასამასპინძლებლად.

Saloona at Walima

ეს კერძი ბოსტნეულისა და ხორცისაგან მზადდება. იგი ყატარის ტრადიციული კერძია, ამიტომ მარტივად ნახავთ დოჰას ყველა რესტორანში.

Warak enab at Shisha Garden

ეს კერძი კი ტოლმისმაგვარია. იგი მზადდება ხორცისა და ბრინჯისაგან. მასა კი გადახვეულია დაფნის ფოთლებში. შიგთავსი ხშირად ცხვრის ხორცისაა.

Madrouba at Easair Cafe

ამ კერძს ადგილობრივები ძირითადად რამადანის დროს მიირთმევენ. იგი მზადდება რძის, ხორცის, სანელებლებისა და ხანდახან ლობიოს მარცვლებისაგან.

Luqaimat at Chai Halib

დოჰა არც ტკბილეულის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ეს კერძი ქალაქის პოპულარული ტკბილეულია. იგი წარმოადგენს შემწვარ ცომს, რომელიც შეზავებულია დარიჩინითა და თაფლით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოჰაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
QAR - ყატარული რიალი
აერპორტის კოდი
DOH
ენა
არაბული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
50-150$

ხშირად დასმული კითხვები დოჰაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები დოჰაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამოიკითხავთ, რაც მოგზაურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

უმჯობესია, დოჰას ზამთრის თვეებში ეწვიოთ. ამ პერიოდში ქალაქში შედარებით გრილი ამინდებია, რაც სასიამოვნოს გახდის ქალაქის აღმოჩენას.

დოჰა ცნობილია თავისი თანამედროვე არქიტექტურითა და იდეალურად მოწყობილი ქუჩებით.

დოჰას მიმართულებით თბილისიდან პირდაპირ, ბათუმიდან კი გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანიები Qatar Airways და Turkish Airlines დოჰას მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის არატურისტულ სეზონებს გირჩევდით. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე ფასი იაფდება.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ დოჰაში სამოგზაუროდ, რათა ქალაქი კარგად აღმოაჩინოთ.

DOH – დოჰას საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 8 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.