იაფი ფრენები ბრატისლავაში

იაფი ფრენები ბრატისლავას მიმართულებით

ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. იგი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი ადგილია. მართალია ქალაქი ტერიტორიულად პატარაა, თუმცა მისი მრავალფეროვანი გარემო და ულამაზესი “ძველი ქალაქი” მაინც საყოველთაოდ ცნობილია. სლოვაკეთი 2004 წელს შეუერთდა ევროკავშირს, ამიტომ ბრატისლავაში მოგზაურობა ბევრად მარტივი და ხელშესახები გახდა.

მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული ეს ქალაქი ბევრ ტურისტს იზიდავს. ბრატისლავას გეოპოლიტიკური მდებარეობს მის კულტურულ მრავალფეროვნებასაც განაპირობებს – აქ მკვეთრად საგრძნობია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების გავლენა. ტურისტებს ქალაქში მისი ფერადი არქიტექტურა, დახვეწილი ქუჩები, მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო და სასიარულოდ მარტივი მოწყობა მოსწონთ. ფაქტობრივად, შეგიძლიათ მთელი ქალაქი ფეხით შემოიაროთ. თანაც, სლოვაკეთში მოგზაურობა ძალიან იაფიც დაგიჯდებათ. შეიძინეთ იაფი ფრენები ბრატისლავაში და თავად აღმოაჩინეთ აღმოსავლეთ ევროპის ეს ულამაზესი დედაქალაქი. ბლოგში კი შემოგთავაზებთ ბრატისლავას მიმართულებით ავიარეისებს, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებსა და ტრადიციულ კერძებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბრატისლავაში?

ბრატისლავაში გამგზავრებას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. თბილისიდან გამგავრებას ტრანზტული რეისებით შეძლებთ, ხოლო ქუთაისიდან როგორც ტრანზიტული ისე პირდაპირი ფრენებით.

ყველაზე იაფი ფრენები ბრატისლავაში თბილისიდან შეგიძლიათ 332 ლარიდან, ხოლო ქუთაისიდან 99 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ.

თბილისი ბრატისლავას მიმართულებით Pegasus Airlines -ის რეისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გაითვალისწინეთ, რომ პეგასუსი გულისხმობს გადაჯდომას სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში.

რაც შეეხება ქუთაისს, ავიაკომპანია Wizz Air -ი პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრატისლავას მიმართულებით. რეისები კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სრულდება. ავიაბილეთების ფასები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ქვემოთ ცხრილის სახით ნახავთ ბრატისლავას მიმართულებით იაფი ავიარეისების ჩამონათვალს საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
17 September 202618 September 20262 StopsSunExpressავიაბილეთები 1 164 -დან
25 September 202627 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 944 -დან
30 September 20263 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 918 -დან
12 October 202621 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 882 -დან
13 October 202627 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 830 -დან
3 November 202617 November 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 892 -დან
18 November 202623 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
30 November 202628 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 919 -დან
13 January 202717 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 646 -დან
16 February 202723 February 20273 StopseasyJetავიაბილეთები 968 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
13 September 202616 September 2026DirectWizz Airავიაბილეთები 1 047 -დან
18 September 202622 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 960 -დან
11 October 202615 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 521 -დან
21 October 202622 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 416 -დან
22 October 202629 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 321 -დან
24 October 20267 November 20262 StopsWizz Air Maltaავიაბილეთები 643 -დან
25 October 20268 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 597 -დან
29 October 20265 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 303 -დან
2 November 20269 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 530 -დან
3 November 202617 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 281 -დან
4 November 202610 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 425 -დან
5 November 202612 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 287 -დან
6 November 202610 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 345 -დან
7 November 202617 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 329 -დან
14 November 202619 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 286 -დან
16 November 202620 November 20261 StopWizz Airავიაბილეთები 535 -დან
19 November 202610 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 274 -დან
24 November 202628 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 255 -დან
25 November 20263 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 352 -დან
26 November 20264 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 434 -დან
1 December 20265 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 281 -დან
7 December 202614 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 483 -დან
9 December 202612 December 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 438 -დან
10 December 202613 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 369 -დან
5 January 202714 January 2027DirectWizz Airავიაბილეთები 389 -დან
25 February 20272 March 2027DirectWizz Airავიაბილეთები 342 -დან
13 March 202720 March 2027DirectWizz Airავიაბილეთები 324 -დან
11 April 202718 April 2027DirectWizz Airავიაბილეთები 282 -დან

აღმოაჩინე ბრატისლავა

სად დავრჩეთ ბრატისლავაში?

ბრატისლავაში მარტივად ნახავთ იაფ და კომფორტულ დასარჩენ ადგილებს. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ ვარიანტს, რომლებზეც ტურისტები აკეთებენ არჩევანს ბრატისლავაში მოგზაურობისას.

Falkensteiner Hotel Bratislava

ეს ძალიან კომფორტული სასტუმრო ბრატისლავას ცენტრში მდებარეობს. აქ ყველანაირი ტიპის მომსახურება და სერვისი დაგხვდებათ, იქნება ეს საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრები თუ აქვე მოწყობილი 2 რესტორანი. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Ibis Bratislava Centrum

ეს სასტუმრო ასევე კარგ ლოკაციაზე მდებარეობს. მისი ნომრები ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. თანაც, აქედან ქალაქის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. ნომრის საფასურში მოიაზრება საუზმის მომსახურებაც.

NH Bratislava Gate One

ეს სასტუმრო გარდა იმისა, რომ იდეალურ ადგილას მდებარეობს, აქ სხვადასხვა კომფორტი დაგხვდებათ. მაგალითად, სასტუმროში შეგეძლებათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით, სპა ცენტრით, საცურაო აუზით. სასტუმროშივე მდებარეობს 2 რესტორანიც. ნომრის საფასურში კი მოიაზრება საუზმის სერვისიც.

Vienna House Easy by Wyndham Bratislava

ეს სასტუმრო ძალიან კარ ლოკაციაზე მდებარეობს. აქ დაგხვდებათ ფიტნეს ცენტრი, ბარი და რესტორანი. ნომრის მომსახურებაში შედის საუზმის სერვისიც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სასტუმროს უდიდესი ბაღი, სადაც განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

რა ვნახოთ ბრატისლავაში?

ბრატისლავაში ნახავთ როგორც თანამედროვე შენობებს, ასევე ძველ ციხესიმაგრეებსა თუ ტაძრებს. ქალაქი თავისი კულტურული შენობებით თავად ერთ დიდ მუზეუმს ჰგავს.

ბრატისლავის ციხესიმაგრე

ბრატისლავის ციხესიმაგრე ქალაქის სიმბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნეში აიგო და მე-20 საუკუნეში ხელახლა რესტავრირდა, რადგან დიდი ხანძრისაგან დაზიანდა. ციხესიმაგრეში ხელი მოეწერა სლოვაკეთის კონსტიტუციას, ამიტომ ქვეყნისათვის დიდი ისტორიული და კულტურული სიმბოლოა ეს შენობა.

დევინის ციხესიმაგრე

დევინის ციხესიმაგრე სლოვაკეთის ეროვნული ნაგებობაა. იგი უძველეს ტექსტებშიც იხსენიება, ჯერ კიდევ ძველ რომაულ ეპოქებში. დევინის ციხესიმაგრე წარმოადგენდა რომაული ლიმესის, ანუ საფორტიფიკაციო ოსტრუქტის, ნაწილს. ციხესიმაგრეს  ბევრი ზიანი მიადგა დროთა განმავლობაში. დღეს იგი არა მხოლოდ ბრატისლავის, არამედ მთელი სლოვაკეთის დიდ მნიშვნელოვან კულტურულ ნაგებობას წარმოადგენს.

ლურჯი ტაძარი

ეს ულამაზესი შენობა მე-12 საუკუნეში აიგო. იგი სიმბოლურად ატარებს უნგრეთის პრინცესა ელიზაბეტის სახელს. ტაძარს ლურჯი მისი გარე ფასადის გამო ეწოდება. ტაძრის ფასადი, არქიტექტურული სტილი და მოზაიკები ულამაზესია.

წმინდა მარტინის კათედრალი

წმინდა მარტინის კათედრალი ბრატისლავას ყველაზე ძველი და ცნობილი ტაძარია. იგი შუასაუკუნეებში აიგო და წარმოადგენდა ქალაქის თავდაცვით ნაგებობას. ტაძარი ბრატისლავას ციხესიმაგრესთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ არ გაგიჭირდებათ მისი მონახულება.

რა ვჭამოთ ბრატისლავაში?

ბრატისლავა ძალიან ორიგინალურ და გემრიელ კერძებს შემოგთავაზებთ. აქ კულინარიის მოყვარულები ნამდვილად არ მოიწყენთ.

Bryndzové halušky

ეს არის იტალიური გნოჩის მსგავსი კერძი. იგი წარმოადგენს მოხარშულ ცომსა და კარტოფილს, რომელიც მზადდება ცხვრის ყველთან ერთად. კერძი უგემრიელესია და კარგადაც დაგანაყრებთ.

Kapustnica

ეს არის კომბოსტოს წვნიანი. შეიძლება არამიმზიდველად ჟღერდეს, თუმცა აუცილებლად უდნა დააგემოვნოთ ბრატისლავას ეს ტრადიციული კერძი. იგი სუპებზე გავრცელებულ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით.

Bryndzové pirohy

ბრატისლავური კარტოფილის პელმენები აუცილებლად ძალიან შეგაყვარებთ თავს. ეს კერძი უგემრიელესია და ბევრი ტურისტის აღფრთოვანებასა და სიყვარულს იმსახურებს.

Bratislavský rožok

ტკბილეულის მოყვარულებმა კი ეს რულეტი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. იგი წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის ფუნთუშეულს, რომელსაც ტკბილი შიგთავსი აქვს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრატისლავაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BTS
ენა
სლოვაკური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
50-60 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბრატისლავას ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრატისლავაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას და მოემზადეთ მარტივად და სწრაფად.

ამინდების მხრივ ზაფხულის თვეები საუკეთესოა ბრატისლავაში სამოგზაუროდ. ამ დროს ძალიან თბილა და ქალაქში მოძრაობასა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მარტივად და სასიამოვნოდ შეძლებთ. სექტემბერი-ოქტომბერიც კარგი თვეებია ამ მხრივ.

ბრატისლავა ცნობილია თავისი შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებითა და ტაძრებით. მისი ფერადი ქუჩები ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს.

ჯერჯერობით საქართველოდან ბრატისლავაში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბრატისლავას მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

იაფი მოგზაურობისათვის ნაკლებად ტურისტული სეზონები შეარჩიეთ. ამ დროს იაფად ნახავთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე დასარჩენ ადგილებსაც.

მოგზაურობისთვის მინიმუმ 4 დღე გათვალეთ, რათა შეძლოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კარგად დასვენება.

BTS – ბრატისლავას აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენის თარიღებს ნუ დაამთხვევთ სადღესასწაულო დღეებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.