11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 3, 2026

იაფი ფრენები ბრატისლავაში

იაფი ფრენები ბრატისლავას მიმართულებით

ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია. იგი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი ადგილია. მართალია ქალაქი ტერიტორიულად პატარაა, თუმცა მისი მრავალფეროვანი გარემო და ულამაზესი “ძველი ქალაქი” მაინც საყოველთაოდ ცნობილია. სლოვაკეთი 2004 წელს შეუერთდა ევროკავშირს, ამიტომ ბრატისლავაში მოგზაურობა ბევრად მარტივი და ხელშესახები გახდა.

მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული ეს ქალაქი ბევრ ტურისტს იზიდავს. ბრატისლავას გეოპოლიტიკური მდებარეობს მის კულტურულ მრავალფეროვნებასაც განაპირობებს – აქ მკვეთრად საგრძნობია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების გავლენა. ტურისტებს ქალაქში მისი ფერადი არქიტექტურა, დახვეწილი ქუჩები, მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო და სასიარულოდ მარტივი მოწყობა მოსწონთ. ფაქტობრივად, შეგიძლიათ მთელი ქალაქი ფეხით შემოიაროთ. თანაც, სლოვაკეთში მოგზაურობა ძალიან იაფიც დაგიჯდებათ. შეიძინეთ იაფი ფრენები ბრატისლავაში და თავად აღმოაჩინეთ აღმოსავლეთ ევროპის ეს ულამაზესი დედაქალაქი. ბლოგში კი შემოგთავაზებთ ბრატისლავას მიმართულებით ავიარეისებს, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებსა და ტრადიციულ კერძებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბრატისლავაში?

ბრატისლავაში გამგზავრებას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. თბილისიდან გამგავრებას ტრანზტული რეისებით შეძლებთ, ხოლო ქუთაისიდან როგორც ტრანზიტული ისე პირდაპირი ფრენებით.

ყველაზე იაფი ფრენები ბრატისლავაში თბილისიდან შეგიძლიათ 332 ლარიდან, ხოლო ქუთაისიდან 99 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ.

თბილისი ბრატისლავას მიმართულებით Pegasus Airlines -ის რეისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გაითვალისწინეთ, რომ პეგასუსი გულისხმობს გადაჯდომას სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში.

რაც შეეხება ქუთაისს, ავიაკომპანია Wizz Air -ი პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრატისლავას მიმართულებით. რეისები კვირაში 3-ჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს სრულდება. ავიაბილეთების ფასები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ქვემოთ ცხრილის სახით ნახავთ ბრატისლავას მიმართულებით იაფი ავიარეისების ჩამონათვალს საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 მარტი 202611 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 812 -დან
5 მარტი 20267 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 779 -დან
3 აპრილი 20266 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 699 -დან
5 აპრილი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 677 -დან
9 აპრილი 202613 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 871 -დან
2 მაისი 20267 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 828 -დან
28 მაისი 20265 ივნისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 844 -დან
9 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 212 -დან
14 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 925 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 მარტი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 393 -დან
8 მარტი 202614 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 413 -დან
9 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 645 -დან
11 მარტი 202616 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 335 -დან
12 მარტი 202618 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 250 -დან
13 მარტი 202616 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 224 -დან
16 მარტი 202623 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 283 -დან
17 მარტი 202624 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 227 -დან
18 მარტი 202625 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 234 -დან
20 მარტი 202623 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 383 -დან
22 მარტი 202625 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 253 -დან
23 მარტი 202625 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 253 -დან
24 მარტი 202627 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 620 -დან
25 მარტი 202628 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 567 -დან
1 აპრილი 20265 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 336 -დან
5 აპრილი 202615 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 216 -დან
8 აპრილი 202619 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 227 -დან
9 აპრილი 202616 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 866 -დან
12 აპრილი 202615 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 273 -დან
16 აპრილი 202619 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 404 -დან
19 აპრილი 202622 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 438 -დან
10 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 523 -დან
29 მაისი 20268 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 979 -დან
3 ივნისი 202610 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 449 -დან
13 ივნისი 202625 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 050 -დან
14 ივნისი 202626 ივნისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 724 -დან
23 ივნისი 20265 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 990 -დან
24 ივნისი 20266 ივლისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 944 -დან
25 ივნისი 20267 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 297 -დან
26 ივნისი 20268 ივლისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 738 -დან
27 ივნისი 20269 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 230 -დან
28 ივნისი 202610 ივლისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 018 -დან
29 ივნისი 202611 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 602 -დან
30 ივნისი 202612 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 048 -დან
1 ივლისი 202613 ივლისი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 926 -დან
2 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 557 -დან
5 ივლისი 202615 ივლისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 705 -დან
24 ივლისი 20263 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 125 -დან
2 აგვისტო 20268 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 217 -დან
8 აგვისტო 202614 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 231 -დან
11 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 209 -დან
4 ნოემბერი 20268 ნოემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 255 -დან

აღმოაჩინე ბრატისლავა

სად დავრჩეთ ბრატისლავაში?

ბრატისლავაში მარტივად ნახავთ იაფ და კომფორტულ დასარჩენ ადგილებს. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ ვარიანტს, რომლებზეც ტურისტები აკეთებენ არჩევანს ბრატისლავაში მოგზაურობისას.

Falkensteiner Hotel Bratislava

ეს ძალიან კომფორტული სასტუმრო ბრატისლავას ცენტრში მდებარეობს. აქ ყველანაირი ტიპის მომსახურება და სერვისი დაგხვდებათ, იქნება ეს საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრები თუ აქვე მოწყობილი 2 რესტორანი. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Ibis Bratislava Centrum

ეს სასტუმრო ასევე კარგ ლოკაციაზე მდებარეობს. მისი ნომრები ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. თანაც, აქედან ქალაქის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. ნომრის საფასურში მოიაზრება საუზმის მომსახურებაც.

NH Bratislava Gate One

ეს სასტუმრო გარდა იმისა, რომ იდეალურ ადგილას მდებარეობს, აქ სხვადასხვა კომფორტი დაგხვდებათ. მაგალითად, სასტუმროში შეგეძლებათ ისარგებლოთ ფიტნეს დარბაზით, სპა ცენტრით, საცურაო აუზით. სასტუმროშივე მდებარეობს 2 რესტორანიც. ნომრის საფასურში კი მოიაზრება საუზმის სერვისიც.

Vienna House Easy by Wyndham Bratislava

ეს სასტუმრო ძალიან კარ ლოკაციაზე მდებარეობს. აქ დაგხვდებათ ფიტნეს ცენტრი, ბარი და რესტორანი. ნომრის მომსახურებაში შედის საუზმის სერვისიც. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სასტუმროს უდიდესი ბაღი, სადაც განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

რა ვნახოთ ბრატისლავაში?

ბრატისლავაში ნახავთ როგორც თანამედროვე შენობებს, ასევე ძველ ციხესიმაგრეებსა თუ ტაძრებს. ქალაქი თავისი კულტურული შენობებით თავად ერთ დიდ მუზეუმს ჰგავს.

ბრატისლავის ციხესიმაგრე

ბრატისლავის ციხესიმაგრე ქალაქის სიმბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნეში აიგო და მე-20 საუკუნეში ხელახლა რესტავრირდა, რადგან დიდი ხანძრისაგან დაზიანდა. ციხესიმაგრეში ხელი მოეწერა სლოვაკეთის კონსტიტუციას, ამიტომ ქვეყნისათვის დიდი ისტორიული და კულტურული სიმბოლოა ეს შენობა.

დევინის ციხესიმაგრე

დევინის ციხესიმაგრე სლოვაკეთის ეროვნული ნაგებობაა. იგი უძველეს ტექსტებშიც იხსენიება, ჯერ კიდევ ძველ რომაულ ეპოქებში. დევინის ციხესიმაგრე წარმოადგენდა რომაული ლიმესის, ანუ საფორტიფიკაციო ოსტრუქტის, ნაწილს. ციხესიმაგრეს  ბევრი ზიანი მიადგა დროთა განმავლობაში. დღეს იგი არა მხოლოდ ბრატისლავის, არამედ მთელი სლოვაკეთის დიდ მნიშვნელოვან კულტურულ ნაგებობას წარმოადგენს.

ლურჯი ტაძარი

ეს ულამაზესი შენობა მე-12 საუკუნეში აიგო. იგი სიმბოლურად ატარებს უნგრეთის პრინცესა ელიზაბეტის სახელს. ტაძარს ლურჯი მისი გარე ფასადის გამო ეწოდება. ტაძრის ფასადი, არქიტექტურული სტილი და მოზაიკები ულამაზესია.

წმინდა მარტინის კათედრალი

წმინდა მარტინის კათედრალი ბრატისლავას ყველაზე ძველი და ცნობილი ტაძარია. იგი შუასაუკუნეებში აიგო და წარმოადგენდა ქალაქის თავდაცვით ნაგებობას. ტაძარი ბრატისლავას ციხესიმაგრესთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ არ გაგიჭირდებათ მისი მონახულება.

რა ვჭამოთ ბრატისლავაში?

ბრატისლავა ძალიან ორიგინალურ და გემრიელ კერძებს შემოგთავაზებთ. აქ კულინარიის მოყვარულები ნამდვილად არ მოიწყენთ.

Bryndzové halušky

ეს არის იტალიური გნოჩის მსგავსი კერძი. იგი წარმოადგენს მოხარშულ ცომსა და კარტოფილს, რომელიც მზადდება ცხვრის ყველთან ერთად. კერძი უგემრიელესია და კარგადაც დაგანაყრებთ.

Kapustnica

ეს არის კომბოსტოს წვნიანი. შეიძლება არამიმზიდველად ჟღერდეს, თუმცა აუცილებლად უდნა დააგემოვნოთ ბრატისლავას ეს ტრადიციული კერძი. იგი სუპებზე გავრცელებულ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით.

Bryndzové pirohy

ბრატისლავური კარტოფილის პელმენები აუცილებლად ძალიან შეგაყვარებთ თავს. ეს კერძი უგემრიელესია და ბევრი ტურისტის აღფრთოვანებასა და სიყვარულს იმსახურებს.

Bratislavský rožok

ტკბილეულის მოყვარულებმა კი ეს რულეტი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. იგი წარმოადგენს ნახევარმთვარის ფორმის ფუნთუშეულს, რომელსაც ტკბილი შიგთავსი აქვს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრატისლავაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
BTS
ენა
სლოვაკური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
50-60 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ბრატისლავას ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბრატისლავაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას და მოემზადეთ მარტივად და სწრაფად.

ამინდების მხრივ ზაფხულის თვეები საუკეთესოა ბრატისლავაში სამოგზაუროდ. ამ დროს ძალიან თბილა და ქალაქში მოძრაობასა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას მარტივად და სასიამოვნოდ შეძლებთ. სექტემბერი-ოქტომბერიც კარგი თვეებია ამ მხრივ.

ბრატისლავა ცნობილია თავისი შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებითა და ტაძრებით. მისი ფერადი ქუჩები ტურისტების აღფრთოვანებას იწვევს.

ჯერჯერობით საქართველოდან ბრატისლავაში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

თურქული ავიაკომპანია Pegasus ბრატისლავას მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

იაფი მოგზაურობისათვის ნაკლებად ტურისტული სეზონები შეარჩიეთ. ამ დროს იაფად ნახავთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე დასარჩენ ადგილებსაც.

მოგზაურობისთვის მინიმუმ 4 დღე გათვალეთ, რათა შეძლოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და კარგად დასვენება.

BTS – ბრატისლავას აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენის თარიღებს ნუ დაამთხვევთ სადღესასწაულო დღეებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.