13.8 C
Tbilisi
შაბათი, მაისი 3, 2025

იაფი ფრენები სტოკჰოლმში

იაფი ფრენები სტოკჰოლმის მიმართულებით

შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ხშირად ჩრდილოეთის ვენეციადაც კი მოიხსენიება წყლის არხების სიმრავლის გამო. ბალტიის ზღვისპირეთის შეუდარებელი ატმოსფერო ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს. სტოკჰოლმი თავს იწონებს 70-ზე მეტი მსოფლიო დონის მუზეუმით. აქაური არქიტექტურული სტილი, ხელოვნებისადმი სიყვარული და ჩრდილო-ევროპული კულტურა მნახველებში აღტაცებას იწვევს.

იაფი ფრენები სტოკჰოლმში ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის დაუვიწყარი თავგადასავლების შექმნის დასაწყისი იქნება. შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეთ სტოკჰოლმის მოწესრიგებული ცხოვრება და მშვიდი, სუფთა გარემო. აქაურ ქუჩებში ფერად-ფერად ულამაზეს შენობებს შორის სეირნობა ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.

სტოკჰოლმი შვედეთის უდიდესი ინდუსტრიული ცენტრის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მოგცემთ. გარდა ვიზუალური და კულტურული მშვენიერებისა, დედაქალაქი მთელ ჩრდილოეთ ევროპაში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდ როლს ასრულებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა სტოკჰოლმში?

საქართველოდან სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთებს ნახავთ სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. თბილისიდან ყველაზე ბიუჯეტურად, 278 ლარიდან ზემოთ შეძლებთ მგზავრობას, ქუთაისიდან 195 ლარიდან, ხოლო ბათუმიდან კი 441 ლარიდან. ავიაბილეთებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით სამივე აეროპორტიდან.

თბილისიდან შემოგთავაზებთ Pegasus-ის, Turkish Airlines-ის, Lot-ის, Austrian Airlines -ის და Lufthansa-ს ავიაბილეთებს. ლუფთანზა და Turkish Airlines -ი შედარებით მეტ კომფორტს შემოგთავაზებთ, დანარჩენი სამი კომპანია კი უფრო მეტად ბიუჯეტურ ავიარეისებზე კონცენტრირდება.

პეგასუსი ქუთაისიდანაც ასრულებს ფრენებს სტოკჰოლმის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომა შედარებით ხანგრძლივია, თუმცა საკმაოდ ბიუჯეტურ ფასებს გვთავაზობს. ბათუმიდან კი Turkish Airlines -ი ახორციელებს ფრენებს ყოველდღიურად, რომელიც სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით, სტოკჰოლმის არლანას აეროპორტში მოგახვედრებთ.

ქვემოთ ნახავთ სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთების ცხრილს საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 მაისი 202510 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 171 -დან
16 მაისი 202519 მაისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 749 -დან
11 ივნისი 202518 ივნისი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 894 -დან
3 ივლისი 20259 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 831 -დან
5 ივლისი 202520 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 893 -დან
18 ივლისი 202529 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 845 -დან
20 ივლისი 20253 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 065 -დან
22 ივლისი 202528 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 811 -დან
20 აგვისტო 202531 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 000 -დან
22 აგვისტო 20256 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 901 -დან
1 ნოემბერი 202515 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 939 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202519 მაისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 693 -დან

აღმოაჩინე სტოკჰოლმი

სად დავრჩეთ სტოკჰოლმში?

ჩვენ შემოგთავაზებთ ტურისტების მიერ კარგი შეფასებით პოპულარულ სასტუმროებს. ალტერნატივების მრავალფეროვნება თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სასტუმროს ნახვას გაგიმარტივებთ.

Scandic GO, Sankt Eriksgatan 20

ეს სასტუმრო მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. აქედან ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნით. სასტუმროს ნომრები სუფთა და მოწესრიგებულია. ინტერიერი მოდერნისტული სტილისაა და მყუდროობის განცდას ტოვებს. ტურისტები დადებითი შეფასებებით აღწერენ სასტუმროს მომსახურებას.

Hotel Expo Stockholm

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის კომფორტულ ლოკაციაზე მდებარეობს. მისი ნომრები ლამაზად და მყუდროდაა მოწყობილი. სასტუმროში შეგეძლებათ საუზმის სერვისითაც სარგებლობა. აქაური მომსახურე პერსონალი და სხვადასხვა სერვისი კი საშუალებას მოგცემთ თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.

Hotel Hornsgatan

ამ სასტუმროში დასვენება ჩრდილო ევროპული ცხოვრების სტილის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მოგცემთ. სასტუმროს არქიტექტურა და ნომრების ინტერიერი ადგილობრივების ცხოვრების ტიპს იმეორებს. სასტუმრო კარგად მისადგომ ადგილასაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქედან მარტივად ისარგებლებთ. თანაც, სასტუმროს მომსახურება მოიცავს საუზმესაც. ყველაფერთან ერთად, სასტუმროში დარჩენა საკმაოდ ბიუჯეტურად შეგეძლებათ.

Backstage Hotel Stockholm

ეს სასტუმრო მრავალმხრივ დაწინაურებულია. იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს. გარდა ამისა, აქ ბევრი ტიპის მომსახურება დაგხვდებათ, მაგალითად შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს ცენტრით ან აქვე მდებარე ბარითა თუ რესტორნით. თავად ნომრის საფასურში კი შედის საუზმეც.

რა ვნახოთ სტოკჰოლმში?

სტოკჰოლმი აღმოჩენების უსასრულო სიას შემოგთავაზებთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები სტოკჰოლმში , ერთად გავეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს.

სტოკჰოლმის სამეფო სასახლე

სტოკჰოლმის სასახლე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და რთულია იგი დაკვირვებული ტურისტის თვალს გამოეპაროს. იგი შუასაუკუნეებში ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, შემდეგ კი სამეფო სასახლედ გადაკეთდა და ბაროკოს არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნებით დამშვენდა. დღეს იგი სტოკჰოლმის ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

Storkyrkan

ეს სტოკჰოლმში მდებარე ლუთერანული ეკლესიაა. შვედეთი რეფორმაციის ფუძემდებელ ქვეყნებში საპატიო ადგილს იკავებს, რაც ადგილობრივების ცხოვრების სტილში დღემდე აისახება. გირჩევდით, აუცილებლად ეწვიოთ აქაურ ეკლესიებს. დარწმუნებული ვარ, მოგნუსხავთ მათი გრანდიოზულობა და დიდებული არქიტექტურული სტილი.

ABBA-ს მუზეუმი

თუ მუსიკის მოყვარული ხართ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. იაფი ავიაბილეთები სტოკჰოლმში საშუალებას მოგცემთ თავი მუსიკალური ბენდი ABBA-ს მეხუთე წევრად იგრძნოთ. ჯგუფის ინტერაქციული მუზეუმი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის სიამოვნებით მოსანახულებელ ადგილად რჩება.

შვედეთის ისტორიული მუზეუმი

შვედეთის ისტორიული მუზეუმი მე-18 საუკუნეში დაარსდა. იგი ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე შვედეთის ისტორიისთვის მნიშვნელოვან არტეფაქტებს ინახავს. თუ ისტორიის მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

რა ვჭამოთ სტოკჰოლმში?

იაფი ფრენები სტოკჰოლმში კულინარიის მოყვარულებსაც კარგ ამბებს უქადის. აქ შეგიძლიათ ჩრდილოეთ ევროპის კულინარიულ რეცეპტებს გამოკრათ ხელი. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Pyttipanna

Pyttipanna სკანდინავიის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კერძია. Pyttipanna არის წვრილად დაჭრილი ხორცისა და კარტოფილის კომბინაცია. Pyttipanna ითარგმნება როგორც “პატარა ნაჭრები ტაფაში”.

გამომცხვარი ლობიო ღორის ხორცით

ეს კერძი შვედებისთვის სავიზიტო ბარათივითაა. მისი პოვნა შვედურ რესტორნებსა და კაფეებში არ გაგიჭირდებათ. როგორც წესი მას შუადღისას მიირთმევენ. მისი მომზადების ტექნიკა სახასიათოა და თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც შვედები ამბობენ.

შემწვარი ქაშაყი

შვედეთი პოპულარულია თევზეულით. შემწვარი ქაშაყი მათი კულინარიისთვის დამახასიათებელი კერძია. იგი კარაქთან და სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად სერვირდება. ადგილობრივებს მეთევზეობის დიდი გამოცდილება აქვთ, შესაბამისად ზღვის პროდუქტებით მდიდარი კერძები აქ ხშირად შეგხვდებათ.

smörgåstårtaa - ფენებიანი ნამცხვარი

სახელმა არ დაგაბნიოთ. ეს კერძი არის რამდენიმე ფენა სხვადასხვა პროდუქტისაგან აწყობილი, მაგალითად ხორცეულის/თევზეულის ფენას ემატება ბოსტნეულის რამდენიმე წყება. ამ კერძს შვედეთის კაფეებში ნახავთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტოკჰოლმში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
SEK - შვედური კრონა
აერპორტის კოდი
ARN
ენა
შვედური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
877-1097 კრონა (80-100$)

ხშირად დასმული კითხვები სტოკჰოლმის შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები სტოკჰოლმში ან მომავალში აპირებთ შვედეთში მოგზაურობას, აუცილებლად გადაათვალიერეთ შემდეგი სექცია. აქ გაგიზაირებთ პასუხებს ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე.

ზაფხულის თვეები საუკეთესოა სკანდინავიის ქვეყნებში სამოგზაუროდ. ამ დროს ამინდი იდეალურია და კომფორტულად შეძლებთ ქალაქების დათვალიერებას.

სტოკჰოლმი კულტურული და ისტორიული ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანია თავისი ულამაზესი მწვანე ბუნებით.

თბილისიდან სტოკჰოლმში გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია პეგასუსი სტოკჰოლმის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება და აარჩიეთ საუკეთესო ავიარეისები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი მზადაა, დაგეხმაროთ ავიაბილეთების არჩევაში. შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge -ს ოფისსაც.

იაფი მოგზაურობისთვის საუკეთესო გამოსავალია არატურისტულ სეზონებზე სიარული. ამ დროს, ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაბილეთებსაც და დასარჩენ ადგილებსაც მარტივად და იაფად ნახავთ.

მინიმუმ სამი დღე მაინც გათვალეთ სტოკჰოლმში სამოგზაუროდ.

BMA – სტოკჰოლმის ბრომას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 7 კილომეტრში მდებარეობს.

1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნეთ ავიაბილეთები. ასევე, მათ ყიდვას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სწრაფი მომსახურება და საუკეთესო შეთავაზებები – სწორედ ამიტომ მოსწონთ მოგზაურობის მოყვარულებს avia.ge . თუ გსურთ მიიღოთ სწრაფი სერვისი და ავიაბილეთების შეძენა თქვენთვის არა სტრესული, არამედ სასიამოვნო მომენტი გახდეს, მაშინ მიმართეთ avia.ge -ს პროფესიონალ გუნდს.