5.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

იაფი ფრენები ლონდონში

იაფი ფრენები ლონდონში

ლონდონი არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის დედაქალაქი, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურული ცენტრია. ლონდონში მოგზაურობა ყველა ადამიანის ოცნებაა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ქალაქი ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს გამოუნახავს საინტერესო შემოთავაზებებს.

იაფი ფრენები ლონდონში საშუალებას მოგცემთ მსოფლიო დონის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ფოტოებზე ხშირად გამოსახულ ღირსშესანიშნაობებს სინამდვილეში შეხვდეთ. ლონდონში მოგზაურობა დაგარწმუნებთ იმ მოსაზრების სიმართლეში, რომ ქალაქი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადგილი იყო. დღემდე იგი მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. ლონდონი თქვენ თვალწინ აღმართავს ბიგ ბენსა თუ ლონდონის ეშმაკის ბორბალს. ლონდონის ხიდი კი წარსულისა და აწმყოს ერთგვარი შერწყმის სიმბოლოდ წარსდგება თქვენ წინაშე.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ლონდონში?

ლონდონის მიმართულებით ფრენებს ნახავთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან. თბილისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებსაც, ქუთაისიდან და ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

იაფი ავიაბილეთები ლონდონში თბილისიდან შეგიძლიათ 244 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ, ქუთაისიდან – 178, ხოლო ბათუმიდან 309 ლარიდან ზემოთ. თბილისიდან ლონდონში პირდაპირი ფრენებისთვის შემოგთავაზებთ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet-ის ფრენებს, ან მაღალი დონის British Airways-ის ბილეთებს. გადაჯდომით კი დაფრინავს შემდეგი ავიაკომპანიები: Ajet Airlines, Turkish Airlines, Pegasus. ისინი სამივე თურქული ავიაკომპანიებია, რომლებიც სტამბოლში გადაჯდომით დაფრინავენ ლონდონში.

ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით შემოგთავაზებთ Pegasus Airlines -ის ფრენებს. პეგასუსი ქუთაისიდან ლონდონის მიმართულებით სტამბოლის საბიჰა გოქჩენის გადაჯდომით დაფრინავს და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს ავიაბილეთებზე. ხოლო ბათუმიდან შეგვიძლია შემოგთავაზოთ თურქეთის ავიახაზების ავიაბილეთები, ასევე სტამბოლში გადაჯდომით.

ლონდონში 6 დიდი აეროპორტია, ამიტომ ეს ავიაკომპანიები სხვადასხვა მათგანში ახორციელებენ ფრენებს. მაგალითისთვის, იზიჯეტი ჩაფრინდება ლონდონის ლოტუნის აეროპორტში, რომელიც ქალაქიდან 1 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს, თუმცა მატარებლით მარტივად შეძლებთ ლონდონის ცენტრამდე მისვლას.

ბრიტანეთის ავიახაზების თვითმფრინავები კი დაეშვება ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 22 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ასევე მარტივად მოსახერხებელია მატარებლით მგზავრობისათვის. აჯეტი და პეგასუსი შედარებით შორს, სტანსტედის აეროპორტში დაეშვებიან, რომელიც 68 კილომეტრითაა მოშორებული ლონდონის ცენტრს, თუმცა მატარებლები აქაც ხშირად დადიან. ვიზიარი და თურქეთის ავიახაზები კი სხვადასხვა აეროპორტებში ასრულებენ რეისებს, ამიტომ გირჩევთ წინასწარ შეამოწმოთ, რომელ აეროპორტში გიწევთ ჩაფრენა.

დაბლა იხილავთ ავიაბილეთების ცხრილს ლონდონის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 ნოემბერი 202521 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 664 -დან
19 ნოემბერი 20253 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 692 -დან
20 ნოემბერი 202528 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 652 -დან
22 ნოემბერი 202529 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 636 -დან
23 ნოემბერი 202529 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 691 -დან
25 ნოემბერი 202529 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 626 -დან
26 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 609 -დან
27 ნოემბერი 20253 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 683 -დან
28 ნოემბერი 20257 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 616 -დან
2 დეკემბერი 20255 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 522 -დან
5 დეკემბერი 20258 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 516 -დან
7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 705 -დან
9 დეკემბერი 202516 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 730 -დან
10 დეკემბერი 202513 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 635 -დან
11 დეკემბერი 202512 დეკემბერი 20253 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 619 -დან
13 დეკემბერი 202520 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 1 084 -დან
14 დეკემბერი 202529 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 794 -დან
15 დეკემბერი 202527 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 931 -დან
16 დეკემბერი 20257 იანვარი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 463 -დან
17 დეკემბერი 20257 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 488 -დან
18 დეკემბერი 202523 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 1 189 -დან
21 დეკემბერი 202526 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 963 -დან
23 დეკემბერი 202531 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 569 -დან
24 დეკემბერი 202511 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 495 -დან
25 დეკემბერი 202511 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 498 -დან
26 დეკემბერი 20258 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 530 -დან
27 დეკემბერი 20253 იანვარი 20262 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 596 -დან
28 დეკემბერი 20258 იანვარი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 850 -დან
30 დეკემბერი 20259 იანვარი 20262 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 789 -დან
1 იანვარი 202611 იანვარი 20262 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 057 -დან
2 იანვარი 202610 იანვარი 20262 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 1 287 -დან
3 იანვარი 202610 იანვარი 20263 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 1 430 -დან
4 იანვარი 20269 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 439 -დან
5 იანვარი 20268 იანვარი 20263 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 1 022 -დან
7 იანვარი 202614 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 464 -დან
10 იანვარი 202617 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 702 -დან
20 იანვარი 202627 იანვარი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 454 -დან
21 იანვარი 202628 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 471 -დან
29 იანვარი 20262 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 504 -დან
7 თებერვალი 202610 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 438 -დან
10 თებერვალი 202617 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 420 -დან
19 თებერვალი 20261 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 469 -დან
22 თებერვალი 20264 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 721 -დან
28 თებერვალი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 508 -დან
1 მარტი 202612 მარტი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 613 -დან
9 მარტი 202620 მარტი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 588 -დან
13 მარტი 202621 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 542 -დან
20 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 696 -დან
21 მარტი 202631 მარტი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 627 -დან
22 მარტი 202630 მარტი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 866 -დან
2 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 722 -დან
3 აპრილი 202619 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 660 -დან
4 აპრილი 202618 აპრილი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 583 -დან
11 აპრილი 202618 აპრილი 20263 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 914 -დან
12 აპრილი 202617 აპრილი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 905 -დან
15 აპრილი 202622 აპრილი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 832 -დან
29 აპრილი 20267 მაისი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 800 -დან
1 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 712 -დან
2 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 692 -დან
20 მაისი 202626 მაისი 20261 ᲒაჩერებაBritish Airwaysავიაბილეთები 901 -დან
15 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 811 -დან
30 ივნისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 952 -დან
13 ივლისი 202619 ივლისი 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 086 -დან
15 აგვისტო 202622 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 043 -დან
28 აგვისტო 20265 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 1 239 -დან
29 აგვისტო 20263 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 098 -დან
30 აგვისტო 20263 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 122 -დან
31 აგვისტო 20263 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 189 -დან
8 სექტემბერი 202615 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 896 -დან
21 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 992 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 ნოემბერი 202530 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 574 -დან
7 დეკემბერი 202514 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 662 -დან
12 დეკემბერი 202520 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 824 -დან
30 დეკემბერი 20259 იანვარი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 643 -დან
2 იანვარი 20268 იანვარი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 040 -დან
15 იანვარი 202622 იანვარი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 316 -დან
2 თებერვალი 20269 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 432 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 დეკემბერი 202513 იანვარი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 413 -დან
22 ივნისი 202628 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 002 -დან

აღმოაჩინე ლონდონი

სად დავრჩეთ ლონდონში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ლონდონში , ერთად მოვძებნოთ ქალაქის ძირითადი სასტუმროები. გადაავლეთ თვალი ქვემოთ მოცემულ ვარიანტებს.

NapCastle Archway

ეს ერთგვარი საოჯახო სასტუმრო საშუალებას მოგცემთ ლონდონური სახლური ატმოსფერო შეიგრძნოთ. მყუდრო ოთახები, ლამაზად მოწყობილი შიდა ეზო და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სივრცეები თქვენს მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ამასთან აქვე მდებარეობს მატარებლის სადგური და მეტრო.

The Pelham London - Starhotels Collezione

ამ დიდებულ სასტუმროში დარჩენა ლონდონის სამეფო კარის ცხოვრების პატარა სიმულაციაში გამყოფებთ. აქ ნახავთ ფიტნეს ცენტრსაც და რესტორანსაც. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპა მომსახურებითაც.

Park Avenue Bayswater Inn Hyde Park

ეს სასტუმრო მეტროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მისი ნომრები გამოირჩევა სისუფთავითა და მოწესრიგებულობით. ამასთან, სასტუმროს მომსახურებაში შედის საუზმეც, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის.

Montcalm Mayfair, Autograph Collection

ამ სასტუმროში დარჩენის შემთხვევაში თავს ნამდვილ ბრიტანელად იგრძნობთ. იგი უმაღლესი დონის სასტუმროა და ყველანაირ მომსახურებას მოიცავს – აქ დაგხვდებათ ფიტნეს და სპა ცენტრები, 2 რესტორანი, შიდა აუზი და სხვა. ნომრის საფასურში კი იგულისხმება საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ ლონდონში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ლონდონში , დარწმუნებული ვარ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები უკვე დაათვალიერეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ რამდენიმე მათგანს.

ბიგ ბენი

ბიგ ბენი, იგივე საათის კოშკი, ლონდონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. კოშკის ოთხივე მხარეს საათია გამოსახული და როგორც დადგინდა, ყველაზე სწორ დროს აჩვენებს. ლონდონის კოშკი დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

ლონდონის თვალი

ლონდონის ეშმაკის ბორბალი ტურისტების საყვარელი ღირსშესანიშნაობაა. აქედან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ლონდონის დინამიკურ ცხოვრების რიტმს. იგი აუცილებლად სანახავ ადგილებში შედის ლონდონში მოგზაურობისას.

ლონდონის ხიდი

ლონდონის ხიდი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კონსტრუქციაა. ეს თვალწარმტაცი ნაგებობა მილიონობით ტურისტის აღფრთოვანებას იმსახურებს ყოველწლიურად. ლონდონის უზარმაზარი ხიდი მდინარე ტემზაზეა გადებული და სამანქანო გზასა და მდინარის ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ბუკინგემის სასახლე

ბრიტანელი მონარქების სამეფო რეზიდენციას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ეს შენობა მე-19 საუკუნეში აშენდა და დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულობას ლონდონის ისტორიაში. აქ 700-ზე მეტი ოთახია, თავად სასახლე კი კლასიკური არქიტექტურული სტილითაა ნაგები.

რა ვჭამოთ ლონდონში?

ლონდონი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ლონდონში , ერთად შევადგინოთ თქვენი მომავალი მოგზაურობის მენიუ.

ტრადიციული ინგლისური საუზმე

საუზმე ინგლისელებისთვის ნოყიერ მენიუსთან ასოცირდება. ტრადიციულ ინგლისურ საუზმეს ნახავთ ლონდონის ყველა რესტორანსა თუ კაფეში. ინგლისურ საუზმეში იგულისხმება კვერცხი, ბეკონი და სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული. გირჩევდით მიატანოთ ნამდვილი ინგლისური ჩაიც.

თევზი და ჩიპსი

თევზი და ჩიპსი ინგლისელების ერთ-ერთი საყვარელი კერძია ლუდთან მისაყოლებლად. ყველა კარგ პაბსა თუ ბარში უგემრიელეს თეზსა და ჩიპსს მიირთმევთ.

სტეიკი

ლონდონში მოგზაურობა ნამდვილი სტეიკის გემოს გასინჯვას გპირდებათ.თუ ხორცის მოყვარული ხართ, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ინგლისურ ყაიდაზე დამზადებული სტეიკი როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების საყვარელი საჭმელია ლონდონში ყოფნისას.

ბურგერები

შეიძლება მარტივად ჟღერდეს, თუმცა დაგვერწმუნეთ, ლონდონს საკუთარი ბურგერების კულტურა აქვს. აქაური ბურგერები ნოყიერი, წვნიანი და მრავალფეროვანია. თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული ბურგერის ნახვა ლონდონში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლონდონში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი და ვიზა
ვალუტა
£ -ბრიტანული გირვანქა სტერლინგი
აერპორტის კოდი
LHR
ენა
ინგლისური
თაიმზონა
GMT
დღიური საშუალო თანხა
100 £

ფრენები ბრიტანეთის სხვა ქალაქებში

ხშირად დასმული კითხვები ლონდონზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ლონდონში ან ახლო მომავალში აპირებთ აქ მოგზაურობას, რამდენიმე ძირითად ფაქტს გეტყვით ქალაქისა და ფრენების შესახებ.

ლონდონი ყოველთვის ტურისტებითაა გადატვირთული, ამიტომ გირჩევდით გვიან შემოდგომასა ან ზამთარში ეწვიოთ ქალაქს. ამ დროს აქ მოწყობილ ფესტივალებსაც დაესწრებით და ნაკლებად გადატვირთულ გარემოშიც მოხვდებით.

ლონდონი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით, ულამაზესი არქიტექტურული შენობებითა და გართობისა და დასვენების შესაძლებლობებით.

დიახ, პირდაპირი ფრენები თბილისიდან ლონდონის მიმართულებით შეგიძლიათ შეიძინოთ. ამისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ იზიჯეტისა და ბრიტანული ავიახაზების რეისებს.

ავიაკომპანია იზიჯეტი ლონდონის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ ლონდონში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

სულ მცირე 4-5 დღე მაინც გათვალეთ ქალაქის დასათვალიერებლად.

LCY – ლონდონის ქალაქის აეროპორტი ცენტრიდან მხოლოდ 9.5 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ შეიძინეთ ფრენები ლონდონში და ფრენის თარიღები არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან დასვენების დღეებს.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.