გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines -ი თბილისი – ფრანკფურტი -თბილისი ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც გააგრძელებს. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 წლის მაისში შემოვიდა და რეისებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გვთავაზობდა.

კონდორის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონშიც გააგრძელებს. ევროპული ავიაკომპანიების სტილია, რომ პირველი წელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შემოდიან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი აღარ ახორციელებენ ფრენებს. ამ დროს მიმდინარეობს გარკვეული კალკულაცია და გათვლები, რამდენად შემოსავლიანი იყო ესა თუ ის მიმართულება და უკვე მეორე წელს სარგებლიანობის შემთხვევაში ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც აგრძელებენ“,- განაცხადეს AFS Ground Handling-ში, რომელიც ავიაკომპანიების საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებებს უზრუნველყოფს.

დღეისათვის თბილისის აეროპორტი -დან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa და Eurowings -ი ასრულებენ.

Condor Airlines-ი 1955 წელს ფრანკფურტში დაარსდა. იგი გერმანიის 9 უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. ავიაკომპანიის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია.

Condor-ი მგზავრებს ტრანზიტულ რეისებს ფრანკფურტიდან მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.

ფრანკფურტის მიმართულებით ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიMiddle East Airlines – ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა
შემდეგი სტატიაArmenian Airlines-ი ბათუმიდან ერევანში პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments