გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines -ი 1956 წლიდან ახორციელებს რეისებს მსოფლიოს უამრავ მიმართულებაზე, როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი მან ფრანკფურტი -თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით 2022 წლის 1 მაისს განახორციელა Airbus A321-211-ის ტიპის საჰაერო ხოლმალით.

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Condor Airlines-ის წესებსა და პირობებს.

  • ავიაბილეთის გაუქმება

ჯავშნების გაუქმება ჯარიმების გარეშე ნებადართულია განსაზღვრული დროის განმავლობაში.

Condor Airlines-ის 24-საათიანი გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად, მგზავრებს შეუძლიათ გააუქმონ ფრენა შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ავიაკომპანია დაგიბრუნებთ ბილეთის ღირებულების სრულ თანხას იმ შემთხვევაში, თუ დაჯავშნა განხორციელდა თქვენი ფრენის გამგზავრებამდე ერთი კვირით ან მეტით ადრე.

კონდორის 24 საათიანი გაუქმება მოქმედებს ყველა ტიპის ბილეთზე და მომსახურების კლასზე.

  • რეგისტრაცია/Check-in

ონლაინ რეგისტრაცია

გაიარეთ რეგისტრაცია ონლაინ გამგზავრებამდე 24 საათით ადრე და მიიღეთ ჩასხდომის ბარათი წინასწარ.

  • შორ მანძილზე ფრენის შემთხვევაში ონლაინ რეგისტრაცია იწყება რეისის გამგზავრებამდე 24 საათით ადრე და სრულდება 60 წუთით ადრე.
  • მოკლე და საშუალო მანძილის ფრენების შემთხვევაში იწყება რეისის გამგზავრებამდე 24 საათით ადრე და სრულდება 45 წუთით ადრე.

აეროპორტებში რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე.

  • ბარგი

ხელბარგი

  • ეკონომ კლასის ყველა მგზავრს შეუძლია თან ჰქონდეს ერთი პატარა პერსონალური ნივთი და 1 ჩანთა, რომლის ზომები არ აღემატება 55x40x20 სმ-ს და 6 კგ-ს.
  • ხოლო, პრემიუმ ეკონომ კლასის ბილეთის მქონე მგზავრის ხელბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი

  • ეკონომ კლასის ყველა მგზავრს შეუძლია თან ჰქონდეს ერთი უფასო ბარგი, რომლის წონა არ აღემატება 20 კგ-ს.
  • პრემიუმ ეკონომ კლასის ბილეთის მქონე მგზავრს ერთი უფასო ბარგი 25 კგ-მდე.
  • ბიზნეს კლასის ყველა მგზავრს შეუძლია თან ჰქონდეს ერთი უფასო ბარგი, რომლის წონა არ აღემატება 30 კგ-ს.

სპორტული ინვენტარი

ჩასაბარებელი ბარგის სახით დასაშვებია მრავალი სახის სპორტული აღჭურვილობა, როგორიცაა სერფინგის დაფები, ველოსიპედები და გოლფის აღჭურვილობა. რომლის საფასური განსხვავდება ინვენტარის ტიპის, წონისა და ზომის მიხედვით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც ავსტრიაში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაAir Astana თბილისსა და ალმათს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის
4.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments