ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana თბილისი ალმათის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის.
ნოემბერის თვეში თბილისი-ალმათი-თბილისი საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით Airbus A320 თვითმფრინავით განხორციელდება. არსებული განრიგის დაგეგმილ ფრენებს ხუთშაბათი დღე დაემატება.
შესაბამისად, აირ ასტანა აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს.
თბილისი ალმათი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
26 მარტი 2023 | 31 მარტი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 971 -დან |
19 აპრილი 2023 | 23 აპრილი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 251 -დან |
26 მაისი 2023 | 31 მაისი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 003 -დან |
1 ივნისი 2023 | 10 ივნისი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 018 -დან |
ხოლო, თბილისიდან ალმათის მიმართულებით, დეკემბრიდან მარტამდე პირდაპირი რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
ავიაკომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მომავალი წლის მაისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათიდან ბათუმის მიმართულებით და ასევე ასტანადან თბილისის მიმართულებით.