ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines -ი 3 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც China Southern Airlines -ის წარმომადგენელმა AviaNews-სს განუცხადა, ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 27 იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – კვირაში 3 სიხშირით.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 თებერვალი 202622 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 622 -დან
6 თებერვალი 202620 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 721 -დან
2 მარტი 20269 მარტი 2026პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 762 -დან
7 მარტი 202625 მარტი 20262 ᲒაჩერებაAir Chinaავიაბილეთები 1 984 -დან
17 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 117 -დან

 

​ავიაკომპანია რეისებს 2023 წლის 25 მარტამდე ყოველ პარასკევს შესრულებს. ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2022 წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.

კოვიდპანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია თბილისი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზზე ფრენებს ქალაქ ურუმჩის გავლით ახორციელებდა. ამ ეტაპისათვის, ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია ​თბილისიდან მხოლოდ ურუმჩის მიმართულებით იფრენს, თუმცა ზაფხულში, მოთხოვნის შემთხვევაში პეკინის დამატებასაც განიხილავს.

China Southern Airlines ბოლო რეისი თბილისის აეროპორტის მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განახორციელა. ავიაკომპანია კი ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.

ურუმჩის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც ირლანდიაში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოდან ფრენები განაახლა
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments