თურქეთის მსხვილმა ავიაკომპანიებმა, კერძოდ, Pegasus Airlines -მა და Turkish Airlines -მა მოსალოდნელი ქარბუქის გამო 600-ზე მეტი ფრენა გააუქმეს, რომელიც სტამბოლის აეროპორტიდან ან მისი მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.

როგორც Airport Operation and Aviation Industries Inc.-ი აცხადებს, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბიჰა გოქჩენის აეროპოტი 8 თებერვალს ფრენებს 15%-ით ამცირებს და გასცემს რეკომენდაციებს, რომ მგზავრებმა თვალყური ადევნონ თავიანთი ფრენის უახლეს სტატუსს შესაბამისი ავიაკომპანიების ვებგვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით.

Pegasus Airlines -ის გაუქმებული ფრენების სია, მოიცავს ოთხშაბათისთვის დაგეგმილ 113 ფრენას, ხოლო ხუთშაბათისთვის – 74-ს. გაუქმებული ფრენების დიდი ნაწილი შიდა რეისებია.

თურქეთის ავიახაზებმა გუშინ 170 დაგეგმილი ფრენა გააუქმა, მათ შორის 152 სტამბოლის ახალი აეროპორტიდან და 18 – საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან. მოსალოდნელი ძლიერი შტორმის, წვიმისა და თოვლის გამო თურქეთის ხელისუფლებამ ასევე დახურა სკოლები დედაქალაქ ანკარასა და ქალაქ სტამბოლში.

თუ ამ პერიოდში სტამბოლის მიმართულებით, ან ქალაქის რომელიმე აეროპორტის გავლით ფრენა გავთ დაგეგმლილი, აუცილებლად ადევნეთ თვალი სიახლეებს, რომ თავი აარიდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ფრენებს 27 მიმართულებამდე ზრდის
შემდეგი სტატიაეგეოსის ავიახაზების ახალი მიმართულება თბილისიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments