გადაწყვიტეთ გაემგზავროთ ბუდაპეშტის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტიდან  ქალაქის ცენტრამდე ტრანსპორტირებისს 2 საშუალებაა ხელმისაწვდომი, ესაა – ტაქსი და ავტობუსი.

როგორ მივიდეთ ბუდაპეშტის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

ბუდაპეშტის ცენტრში მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი საშუალება ტაქსია. 2013 წლიდან ბუდაპეშტის აეროპორტის ყველა ტაქსი ყვითელი ფერისა და ასევე აქვთ ტაქსის ნიშანი მანქანის თავზე. აღსანისნავია, რომ პიკის საათებში ტაქსის ასაყვანად რიგში დგომა მოგიწევთ.

ნორმალური მოძრაობის პირობებში, ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.

რეკომენდებულია თქვენი ტაქსის წინასწარ დაჯავშნა, რათა დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

თქვენ ადვილად ნახავთ ტაქსებს, რომლებიც განლაგებულია აეროპორტის გასასვლელი კარების გარეთ.

როგორ მივიდეთ ბუდაპეშტის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

ბუდაპეშტის აეროპორტის ავტობუსების სისტემა უშუალოდ უკავშირდება ბუდაპეშტის მეტროპოლიტენს. ავტობუსის ხაზი 100E მარშრუტი აეროპორტიდან ცენტრალურ მეტროსადგურ Deák Ferenc tér-მდე მიგიყვანთ.

ავტობუსი 100E აეროპორტიდან ყოველ 30 წუთში გადის და მგზავრობას ნორმალური მოძრაობის პირობებში დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.

ასევე არის ავტობუსის ხაზი 200E, რომელიც მიემგზავრება აეროპორტიდან კობანია-კისპეშტის მეტრომდე. თუმცა, იქიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად თქვენ მოგიწევთ M3 მეტრო ხაზით გადაადგილება.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

ავტობუსი 100E გადის BKK გაჩერებიდან, რომელიც მდებარეობს 2 ტერმინალს შორის ჩამოსვლის დონეზე.

ხოლო, ავტობუსის გაჩერება 200E მდებარეობს ტერმინალ 2-ის გარეთ.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 იანვარი 202530 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 232 -დან
2 თებერვალი 20256 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 236 -დან

ბუდაპეშტის მიმართულებით საქართველოდან პირდაპრ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრუელბს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს ფრენებს. ხოლო სულ რაღაც 3 საათსა და 20 წუთში თქვენ ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი შეგიძლიათ ტრანზიტული რეისებით ისარგებლოთ, რომელსაც პოლონური ავიაკომოანია LOT -ი, ლატვიური ავიაკომპანი Airbaltic Airlines ან ყველასათვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანია Pegasus -ი გვთავაზობენ.

ბუდაპეშტის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში5 ქალაქი, რომელიც ნორვეგიაში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც შვეიცარიაში უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments