ოქროსფერი სანაპიროებისა და ფირუზისფერი ზღვის გარდა ესპანეთი მთებით, ტყეებითა და ულამაზესი ბუნებითაც მდიდარია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ქალაქი ბილბაო, რომელიც ბასკეთის ქვეყნის დედაქალაქია.

ავიაბილეთები ბილბაოს მიმართულებით ესპანეთს განსხვავებული კუთხით წარმოგიდგენთ და ამ ქვეყანას კიდევ უფრო შეგაყვარებთ. ბილბაო ესპანეთის სხვა ქალაქებისგან გამოირჩევა დიდი მწვანე ტყეებით და მთებით, განსაკუთრებით კი მას ამშვენებს ბისკაის ყურე. თუმცა, ბილბაო ხელოვნების და კულტურის მხრივაც საკმაოდ მდიდარია, რადგან აქ ბევრ საინტერესო მუზეუმს თუ გალერეას შეხვდებით.

თბილისი ბილბაო

 რა უნდა მოინახულოთ ბილბაოში?

გუგენჰეიმის მუზეუმი ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებლად ყველა ტურისტმა უნდა მოინახულოს. მისი საუცხოო არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის აღიარებული, აუცილებლად გამოიწვევს თქვენს აღტაცებას და მოწონებას. მუზეუმის აივნიდან კი მდინარე ნერვიონის ულამაზესი ხედი გადაიშლება თქვენს თვალწინ. 

 ბისკაის ყურე

ბისკაის ყურეს ულამაზესი სანაპიროები აქვს, რომელიც არც თუ ისე ხალხმრავალია და გარდა იმისა, რომ საოცარი ხედებით დატკბებით, საკმაოდ მშვიდ და წყნარ გარემოში გაატარებთ დროს. სანაპიროსთან ერთად, შეგიძლიათ გაისეირნოთ პატარა დასახლებაში, სადაც ულამაზეს სახლებს და კაფეებს შეხვდებით.

 ბასკეთის მუზეუმი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბასკების ისტორიით, ცხოვრებითა და კულტურით ხართ დაინტერესებული, ბასკეთის მუზეუმს უნდა ესტუმროთ. ექსპონატები, რომლებიც ამ მუზეუმშია წარმოდგენილი, ახლოს გაგაცნობთ მათ ტრადიციებს და ცხოვრების სტილს. 

როგორ უნდა გაემგზავროთ ბილბაოში?

ავიაბილეთები ბილბაოს მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაზე ბიუჯეტური გზა ბილბაოში მოსახვედრად ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრებაა. ქუთაისი ბილბაო -ს მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისით ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით, შემდეგ კი ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი პირდაპირ ბილბაოში ჩაგიყვანთ.

თბილისი ბილბაო -ს მიმართულებით რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს ტრანზიტულ ფრენებს. ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Lufthansa თბილისიდან მიუნხენში გადაჯდომით მოგახვედრებთ ბილბაოში.

ბილბაოს მიმართულებით, ასევე, შეგიძლიათ გაემგზავროთ Georgian Airways-ისა და KLM-ის ერთობლივი რეისით. თბილისიდან ამსტერდამამდე Georgian Airways-ი გაგამგზვარებთ, ამსტერდამიდამ ბილბაოში კი KLM-ის ფრენით მოხვდებით.

ავიაბილეთები ბილბაოს მიმართულებით Turkish Airlines-ის რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ. ფრენები სრულდება როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან. სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით თქვენ ბილბაოში გაემგზავრებით. თბილისის აეროპორტიდან ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 900-1000 ლარია, ხოლო ბათუმი ბილბაო -ს ავიაბილეთების ფასები 1000-1200 ლარის ფარგლებში მერყეობს. 

ბილბაოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს ყველაზე სახიფათო აეროპორტები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები როტერდამის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments