ადამიანთა უმეტესობას თვითმფრინავის აფრენა და დაშვება დისკომფორტს უქმნის და ზოგს შიშიც კი იპყრობს ხოლმე. ეს შეგრძნებები განსაკუთრებით მძაფრდება ისეთ აეროპორტებში, რომლებიც შეუსაბამო და არახელსაყრელ პირობებშია აშენებული. ზოგი მათგანი, კლდეზე და მთებზეა, ზოგიც დასახლებულ ადგილებთან საკმაოდ ახლოს, ამიტომ ასეთ აეროპორტებში დაშვება  პილოტებს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის შემდეგ შეუძლიათ. მსოფლიოში დაახლოებით 30-მდე ასეთი აეროპორტი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე სახიფათოს გაგაცნობთ.

ქორჩეველის აეროპორტი, საფრანგეთი

საფრანგეთის ალპებში მდებარე აეროპორტი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო აეროპორტად მიიჩნევა. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 500 მეტრია, რაც საკმაოდ მოკლე მანძილია თვითმფრინავის ასაფრენად. გარდა ამისა, აეროპორტში ღამის განმავლობაში და ქარიან ამინდში არ არის გასანათებელი საშუალებები, რაც კიდევ უფრო ართულების თვითმფრინავის როგორც აფრენას, ისე დაშვებას.

პაროს აეროპორტი, ბუტანი

პარო მთებით გარშემორტყმული აეროპორტია, რაც განსაკუთრებით ურთულებს საქმეს პილოტებს. მთებს შორის მანძლი იმდენად ვიწროა, რომ პილოტები იძულებულნი არიან სწრაფი 45 გრადუსიანი მანევრი გააკეთონ. სწორედ ამიტომ, აეროპორტში თვითმფრინავის აფრენა და დაფრენა მხოლოდ დღის საათებშია ნებადართული.

 მადეირას აეროპორტი, პორტუგალია

მადეირა ერთ-ერთი საუკეთესო და მომხიბვლელი კუნძულია, თუმცა მის აეროპორტზე იმავეს ვერ ვიტყოდით. ციცაბო კლდესა და ატლანტის ოკენეს შორის აგებული აეროპორტი საკმაოდ საშიში და საფრთხის შემცველია. სწორედ ამიტომ, იმ პილოტების რაოდენობა, ვისაც ამ აეროპორტში დაშვების უფლება აქვს, საკმაოდ მცირეა.

ტელურიდის აეროპორტი, კოლორადო

2765 მეტრზე აგებული ტელურიდის აეროპორტი ამერიკის ყველაზე მაღალი და სახიფათო აეროპორტია. ასაფრენი ბილიკის ორივე ბოლოში საკმაოდ საშიში და დაუცველი კლდეებია, ზამთრის პერიოდში კი მუდამ ძლიერი ქარი და ტურბულენტობა აღინიშნება.

აგატის აეროპორტი, ინდოეთი

აგატის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მთლიანად ინდოეთის ოკეანეშია შეჭრილი. ბილიკის სიგანე სულ რაღაც 30 მეტრია, მის გვერდით ან მიმდებარედ კი სხვა ხმელეთი საერთოდ არ არის.

გიზბორნის აეროპორტი, ახალი ზელანდია

გისბორნის აეროპორტის ბილიკზე გადის მატარებლის ლიანდაგი, ამიტომ პილოტებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა უწევთ. იქედან გამომდინარე, რომ ეს სიტუაცია საკმაოდ დიდ საფრთხეს ჰქმინდა, 2001 წლის შემდეგ ხალხის გადაყვანა ამ აეროპორტიდან შეწყდა და მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად იყნებენ.

კონგონასის აეროპორტი, ბრაზილია

არსებობს აეროპორტები, რომლებიც მთებსა და კლდეების გარდა, ცათამბჯენებისა და დასახლებული ადგილების შუაშია მოქცეული. ასეთია კონგონასის აეროპორტი საო პაულოში, რომელიც ირგვლივ მთლიანად გარშემორტყმულია შენობებითა და ცათანმბჯენებით. ასეთ აეროპორტებში დაშვებისას განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პილოტებმა, რომ რომელიმე ცათამბჯენს არ შეეჯახონ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიPegasus Airlines -ის ახალი მიმართულება თბილისიდან
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბილბაოს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments