რამდენი მუზეუმია მსოფლიოში? აშკარად რთული კითხვაა და არავის აქვს საბოლოო პასუხი ამის შესახებ. მაგრამ, რომელი მათგანია ტურისტების ფავორიტი? მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების სიაში პირველ ადგილს იკავებს პარიზის მუზეუმი.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ევროპის კულტურული მემკვიდრეობით, მაშინ გაეცანით ამ სტატიას, რომლეიც სამომავლოდ დაგეხმარებათ მოგზაურობის დაგეგმვაში.

1.პირველ ადგილს, დამსახურებულად იკავებს ლუვრის მუზეუმი

Musée du Louvre – არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ყველაზე პოპულარული ხელოვნების მუზეუმი და ისტორიული ძეგლი. პარიზის ცენტრალური ღირსშესანიშნაობა. ის მდებარეობს სენის მარჯვენა სანაპიროზე. პრეისტორიიდან მე-19 საუკუნემდე თითქმის 35,000 ობიექტია გამოფენილი 60,600 კვადრატულ მეტრზე. მუზეუმი გაიხსნა 1793 წლის 10 აგვისტოს, სადაც 537 ნახატის იყო გამოფენილი.

მუზეუმი განთავსებულია ლუვრის სასახლეში (Palais du Louvre), რომელიც წარმოადგენდა ციხე-სიმაგრეს, ის აშენდა მე -12 საუკუნის ბოლოს ფილიპე II-ის დროს. ციხის-სიმაგრის ნაშთები დღემდე შემორჩენილია.

2. ვატიკანის მუზეუმი – Vatican Museums

ვატიკანის მუზეუმებში წარმოდგენილია ყველა ის ხელოვნება და არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ (და პაპმა) მრავალი საუკუნის განმავლობაში დააგროვა.

გრიგოლ XVI-მ დააარსა ეტრუსკული მუზეუმი (1837) არქეოლოგიური აღმოჩენებით, რომლებიც 1828 წლიდან სამხრეთ ეტრურიაში ჩატარებული გათხრების დროსაა აღმოჩენილი. მოგვიანებით მან დააარსა ეგვიპტის მუზეუმი (1839), სადაც ინახება ეგვიპტეში ჩატარებული გამოკვლევების უძველესი არტეფაქტები. მუზეუმებში ასევე შედის გობელენების გალერეა, მე-15 და მე-17 საუკუნეების სხვადასხვა გობელენების კოლექცია; რუქების გალერეა, სობიესკის ოთახი და უბიწო ჩასახვის ოთახი; სიქსტეს კაპელა, რომელიც იღებს მისი დამაარსებლის, პაპ სიქსტუს IV-ის სახელს; 1973 წელს დაემატა თანამედროვე რელიგიური ხელოვნების კოლექცია.

3. ბრიტანეთის მუზეუმი – British Museum 

ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში, ამაყობს როგორც ისტორიის შეგროვებით, ასევე მისი შექმნით, რომ ის არის “პირველი ეროვნული საჯარო მუზეუმი მსოფლიოში”. მისი კოლექციები, რომლებიც შვიდ მილიონზე მეტ ობიექტს ითვლის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველია მსოფლიოში და წარმოიშვა ყველა კონტინენტიდან, რომელიც ასახავს  კაცობრიობის კულტურის ისტორიას მისი დასაწყისიდან დღემდე.

ბრიტანეთის მუზეუმი დაარსდა 1753 წელს, ძირითადად ექიმისა და მეცნიერის სერ ჰანს სლოუნის კოლექციებზე დაყრდნობით. 1759 წელს გახსნის დღიდან, მუზეუმი მუშაობდა ცოდნის ყველა სფეროს მოსაცავად და უმასპინძლებს მნახველებს მთელი მსოფლიოდან.

4. ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი – Natural History Museum

ეს მუზეუმი მდებარეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი გაცილებით მეტია, ვიდრე გასართობი ადგილი – ის ასევე წამყვანი სამეცნიერო კვლევითი ცენტრია. აქ უამრავი ტურისტი მოდის დინოზავრების სუპერ-რეალისტური რეკრეაციების და ჭერიდან ჩამოკიდებული გიგანტური ცისფერი ვეშაპის ჩონჩხის სანახავად. მუზეუმი ინახავს 70 მილიონ ბუნების ისტორიის ნიმუშს და ექვს მილიონ იშვიათ წიგნსა და ხელნაწერს.

5. ორსეის მუზეუმი – Musée d’Orsay

ორსეის მუზეუმი მდებარეობს პარიზში. აქ დაცულია იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული შედევრების უდიდესი კოლექცია მსოფლიოში, ისეთი მხატვრების, როგორებიც არიან მონე, მანე, დეგა, რენუარი, სეზანი, სეურა, სისლი, გოგენი და ვან გოგი.

ეროვნული მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1986 წლის 9 დეკემბერს, რათა ყველასთვის ეჩვენებინა მხატვრული შემოქმედების დიდი მრავალფეროვნება. იგი ჩამოყალიბდა ეროვნული კოლექციებით, რომლებიც ძირითადად სამი დაწესებულებიდან იყო: ლუვრის მუზეუმიდან, ჟიუ დე პაუმეს მუზეუმიდან და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმიდან.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულება თბილისიდან გერმანიის მიმართულებით
შემდეგი სტატიასაქართველოს ავიაბაზარს ტაილანდური ავიაკომპანია უბრუნდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments