ბრიტანულმა საკონსულტაციო სააგენტო Skytrax-მა Turkish Airlines -ი ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარა.
თურქული ავიაკომპანია ასევე დაჯილდოვდა ნომინაციებში: “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში” და “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში”.
2021-2022 წლების გამოკითხვა მოიცავდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს. მთლიანობაში დამუშავდა 14,32 მილიონი პასუხი. გამარჯვებული ავიაკომპანიები გამოვლინდნენ 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე ონლაინ ხმის მიცემით.
Turkish Airlines-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ბოლატის თქმით, თურქიშ ეარლაინი მადლობას უხდის ავიაკომპანიის მგზავრებს მაღალი რეიტინგისთვის. ასევე Skytrax-ის გუნდს, რომელმაც განიხილა ეს რეიტინგები. ის პირობას დებს, რომ გააგრძელებენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას გლობალურ სამოქალაქო ავიაციაში, საუკეთესო ბრენდად აღიარებამდე.