როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი უკრაინული ავიაკომპანია შეემატა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Bees Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე დაიწყებს ოპერირებას.

აქამდე უცნობი იყო, როდის დაიწყებდა ავიაკომპანია ფრენების შესრულებას, თუმცა დღეს ცნობილი გახდა თარიღი.

Bees Airlines-ი ოპერირებას ჩარტერული რეისით დაიწყო, რომელიც უკვე შეასრულა 7 აპრილს.

რაც შეეხება რეგულარულ ფრენებს, ავიაკომპანია 30 აპრილიდან შეასრულებს და თავიდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ Bees Airlines-ი ოპერირებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იწყებს. კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია 9 ივნისიდან დაიწყებს ავიარეისების შესრულებას.

გარდა კიევისა, Bees Airlines-ი უკრაინის ქალაქ ხერსონიდანაც შეასრულებს რეისებს. ამჟამინდელი ინფორმაციით ავიაკომპანია რეისების შესრულების უფლება 1-ლი ივნისიდან აქვს ნებადართული, კვირაში ორი სიხშირით. თუმცა, ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყებს ის ოპერირებას ხერსონი-თბილისი-ხერსონის საჰაერო ხაზზე, ჯერჯერობით უცნობია.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეუროვინგ ავიაკომპანია/ Eurowings
შემდეგი სტატიაავიარეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისიდან და ბათუმიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments