ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines-ი კიევში 2019 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანიის საოპერაციო ბაზა კიევის საერთაშორისო აეროპორტშია, რომელიც, ასევე, ჟულიანის აეროპორტის სახელით არის ცნობილი.

Bees Airlines-ის ფლოტი ამ ეტაპზე ორი ხომალდისგან შედგება. ესენია: Boeing 737-800 NG. ავიაკომპანიის ცნობით, 2021 წლისთვის Bees Airlines-ის ფლოტი 4 Boeing 737-ს გააერთიანებს, ხოლო 2022 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 6-მდე გაიზარდება.

ავიაკომპანია Bees Airlines-ი დაბალბიუჯეტურ ფრენებზე იქნება ორიენტირებული. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 18 მარტს, კიევიდან შარმ-ელ-შეიხისა და მარსა ალამის მიმართულებით შეასრულა. აპრილიდან ავიაკომპანია კენიის მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. ხოლო მაისიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Bees Airlines-ის შემოსვლას საქართველოში უნდა ველოდოთ.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიBees Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს
შემდეგი სტატიადაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments