როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ბათუმის აეროპორტი -დან ყაზახეთის 8 ქალაქის მიმართულებით ივნისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება.
კერძოდ, 10 ივნისიდან ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-სიხშირით ბათუმი- ასტანას ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines შეასრულებს. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, ახალი მიმართულებებია: აქტაუ, აქტობე, შიმკენტი, ატირაუ და სხვა.
ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. ფუტკარაძემ ავიაკომპანია SCAT -ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ბათუმი ასტანა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 ივნისი 2023 | 17 ივნისი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 047 -დან |
5 ივლისი 2023 | 26 ივლისი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 1 175 -დან |
ყაზახური ავიაკომპანია სკატი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ქართველ მგზავრებს მაღალ სერვისსა და კომფორტს სთავაზობს. ავიაკომპანია 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის 40-მდე მიმართულებაზე ახორციელებს რეისებს, რომლებიც მოიცავს როგორც შიდა, ისე სერთაშორისო რეისებს.