როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ბათუმის აეროპორტი -დან ყაზახეთის 8 ქალაქის მიმართულებით ივნისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება.

კერძოდ, 10 ივნისიდან ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-სიხშირით ბათუმი- ასტანას ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines შეასრულებს. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, ახალი მიმართულებებია: აქტაუ, აქტობე, შიმკენტი, ატირაუ და სხვა.

ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. ფუტკარაძემ ავიაკომპანია SCAT -ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 

ყაზახური ავიაკომპანია სკატი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ქართველ მგზავრებს მაღალ სერვისსა და კომფორტს სთავაზობს. ავიაკომპანია 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის 40-მდე მიმართულებაზე ახორციელებს რეისებს, რომლებიც მოიცავს როგორც შიდა, ისე სერთაშორისო რეისებს.

ყაზახეთის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air Abu Dhabi ფრენის სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაUzbekistan Airways -მა ბათუმი ტაშკენტის მიმართულებით ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments