რუსულმა ავიაკომპანია Azimuth -მა თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდანაც დაიწყო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეისები კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

ავიაკომპანია აზიმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრენებს თბილისში რუსეთის ოთხი ქალაქიდან – მოსკოვი დან, სოჭიდან, მინვოდიდან და უფადან ასრულებს. სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას კი ამ დრომდე Russian Red Wings და Georgian Airways ახორციელებდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო სააგენტოს, ინფორმაცია ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვების გაცემის შესახებ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ Azimuth Airlines -მა ფრენები რუსეთი -დან საქართველოს მიმართულებით 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო და ამ დროისათვის ფრენებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებს.

შეიძინე ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ზე და მიიღე გარანტირებულად დაბალი ფასი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways -მა სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი აეროპორტები ფოტოების მიხედვით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments