რუსულმა ავიაკომპანია Azimuth -მა თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდანაც დაიწყო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეისები კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
ავიაკომპანია აზიმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრენებს თბილისში რუსეთის ოთხი ქალაქიდან – მოსკოვი დან, სოჭიდან, მინვოდიდან და უფადან ასრულებს. სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას კი ამ დრომდე Russian Red Wings და Georgian Airways ახორციელებდნენ.
Azimuth ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
კრასნოდარი | 23 სექტემბერი 2025 | 30 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 679 -დან |
უფა | 5 დეკემბერი 2025 | 19 დეკემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 787 -დან |
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო სააგენტოს, ინფორმაცია ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვების გაცემის შესახებ არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ Azimuth Airlines -მა ფრენები რუსეთი -დან საქართველოს მიმართულებით 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო და ამ დროისათვის ფრენებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებს.